ღმერთი, როგორც გამომსყიდველი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 18:14
დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.

მეორე რჯული 9:26
ვილოცე უფლისადმი და ვთქვი: „უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ხალხს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი სიდიადით და ძლიერი ხელით გამოიყვანე ეგვიპტიდან.

2 მეფეთა 7:23
რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე?

ნეემია 1:10
ისინი ხომ შენი მსახურები და შენი ხალხია, რომელიც გამოისყიდე შენი დიადი ძალითა და ძლიერი ხელით!

ფსალმუნები 77:35
იხსენებდნენ, რომ ღმერთია მათი სიმაგრე და უზენაესი ღმერთია მათი გამომსყიდველი.

ფსალმუნები 110:9
გამოსყიდვა მოუვლინა თავის ხალხს; საუკუნო მცნებად დაუდო თავისი აღთქმა; წმიდაა და საშიში მისი სახელი.

ესაია 43:1
ახლა კი ასე ამბობს უფალი – შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.

მეორე რჯული 21:8
მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი.

მიქა 6:4
აკი გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან და გამოგისყიდე! მოსე, აჰარონი და მირიამი წარმოვგზავნე შენ წინაშე!

ესაია 41:14
ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!

ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.

ესაია 49:26
თავისივე ხორცს შევაჭმევ შენს შემჭირვებელთ; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ტკბილი ღვინით. შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალი ვარ შენი მხსნელი, და შენი გამომსყიდველი – ძლიერი იაკობისა”.

ესაია 62:12
და უწოდებენ მათ წმიდა ხალხს, უფლის მიერ გამოსყიდულთ. შენ კი მოძებნილი, მიუტოვებელი ქალაქი დაგერქმევა.

იერემია 50:33-35
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენიც, მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამტყვევებლებს, არ უნდათ მათი გაშვება. მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს. მახვილი ქალდეველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ბაბილონის მცხოვრებლების წინააღმდეგ, მისი მთავრებისა და მისი ბრძენკაცების წინააღმდეგ;

ზაქარია 10:8
დავუსტვენ მათ და შემოვკრებ, ვინაიდან გამოვისყიდე ისინი და გამრავლდებიან, როგორც მრავლდებოდნენ.

იობი 19:25
მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე;

გოდება იერემიასი 3:58
შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე.

კოლასელთა 1:13-14
რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება.

ლუკას 1:68
„კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.

რომაელთა 3:23-24
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,

1 კორინთელთა 1:30
მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.

გალატელთა 3:13-14
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”. იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.

გალატელთა 4:4-5
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს. რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.

ლუკას 21:28
როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა”.

ეფესელთა 1:13-14
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.