ღმერთი ჩვენი ძალაა ბიბლიის მუხლები

ესაია 45:24
მხოლოდ უფალშიაო, იტყვიან, სიმართლე და ძალა; მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველა მასზე გაჯავრებულნი.

ფსალმუნები 27:8
უფალი ძალაა თავისი ხალხისა და ხსნის ბურჯია თავისი ცხებულისთვის.

ფსალმუნები 36:39
მართალთა შველა კი უფლისგანაა, ის არის მათი თავშესაფარი გაჭირვების ჟამს.

გამოსვლა 15:2
ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.

ფსალმუნები 27:7
უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი. მას მიენდო ჩემი გული და დამეხმარა. ზეიმობს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვაქებ მას.

ფსალმუნები 117:14
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, ხსნა არის იგი ჩემთვის.

აბაკუმი 3:19
უფალი, ღმერთი ჩემი ძალაა, ფურ-ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს მაღლობებს მომატარებს. გუნდის ლოტბარს – ჩემს სიმებიან საკრავებზე.

ფსალმუნები 58:9
ძალავ ჩემო, შენ მოგენდობი, რადგან ღმერთია ჩემი სიმაგრე.

ესაია 49:5
ახლა კი ასე ამბობს უფალი: დედის მუცელშივე მის მსახურად გამომსახა, რათა მოვაბრუნო მისკენ იაკობი და მასთან შეიკრიბოს ისრაელი. პატივდებული ვარ უფლის თვალში და ჩემი ღმერთია ჩემი ძალა.

ფსალმუნები 17:2
შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.

იერემია 16:19
უფალო, ძალო ჩემო და შემწევ ჩემო, შესავედრებელო ჩემო გაჭირვების ჟამს! შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, და ის, რასაც სარგებლობა არ ჰქონდა.

ფსალმუნები 30:4
გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.

ფსალმუნები 72:26
ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; მაგრამ ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.

ესაია 12:2
აჰა, ღმერთია ჩემი მხსნელი! მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან უფალია ჩემი ძლიერება, ის არის ჩემი ძალა! ის არის ჩემი მხსნელი.

ფსალმუნები 80:1
უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, სიხარულით შეჰყიჟინეთ იაკობის ღმერთს.

ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.

ფსალმუნები 83:5
კურთხეულ არიან კაცნი, რომელთა ძლიერებაც შენშია, რომელთა გულშიც სიონისკენ მიმავალი გზაა.

ნეემია 8:10
უთხრა: „წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა.“