ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 4:6-7
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

იონა 2:5-7
წყალი ყელამდე მომწვდა და უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა. მთათა საძირკვლებამდე ჩავედი და ჩემს უკან მიწა სამუდამოდ დაიხშო, მაგრამ საფლავს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე უფალო, ღმერთო ჩემო, როცა სულს ვღაფავდი, უფალი გავიხსენე და ჩემმა ლოცვამ შენამდე მოაღწია, შენს წმიდა ტაძარში.

ფილიპელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.

2 ტიმოთეს 1:7
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

მათეს 6:34
მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.

2 კორინთელთა 10:4-5
ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი; მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

ესაია 40:10
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.

მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”

1 იოანეს 4:8
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.

რომაელთა 8:18
ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

ლუკას 5:31-32
მიუგო მათ იესომ პასუხად: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა მოსახმობად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა – რათა მოინანიონ”.

ეკლესიასტე 12:12
უფრო მეტიც, გაფრთხილებ შვილო, რომ ბევრი წიგნების წერას ბოლო არა აქვს და ბევრი სწავლა სხეულს ძალას აცლის.

იგავნი 16:24
სასიამოვნო სიტყვები გოლეული თაფლივითაა, ტკბილი – სულისთვის და კურნება – ძვლებისთვის.

ეფესელთა 4:23
და განიახლოთ თქვენი გონება სულით,

ფსალმუნები 22:1-6
უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება. სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო. სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. ტაბლა გამიწყე ჩემი მტრების თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს, სავსეა ჩემი თასი და გადმოედინება. ასე, სიკეთე და წყალობა დამედევნება კვალდაკვალ, ყოველ დღეს ჩემი სიცოცხლისა; და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.


მსგავსი თემები:

დეპრესია       ჯანმრთელობა      ნამდვილი ქრისტიანი