HomeUncategorized

ეკლესიასტე 11

ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
111 გაატანე შენი პური წყალს, რადგან მრავალი დღის შემდეგ ჰპოვებ მას. 2 მიეცი ნაწილი შვიდსა და რვასაც, რადგან არ იცი, რა უბედურება მოხდება ქვეყანაზე. 3 როდესაც ღრუბლები ივსებიან, წვიმას ღვრიან მიწაზე. თუ ხე ვარდება მიწაზე, სამხრეთით იქნება თუ ჩრდილოეთით, სადაც დაეცემა, იქვე დარჩება. 4 ქარის მომზირალი ვერ დათესავს და ღრუბლების დამკვირვებელი ვერ მოიმკის. 5 როგორც არ იცი ქარის გზა და როგორ წარმოიქმნება ძვალნი ორსულის მუცელში, ისე ვერ შეიცნობ საქმეს ღვთისას, რომელიც ყოველივეს იქმს. 6 დილით დათესე შენი თესლი და საღამოს ნუ დაასვენებ შენს ხელს, რადგან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას: ეს თუ ის, თუ ორივე თანაბრად კარგია. 7 ტკბილია სინათლე და სასიკეთოა თვალისათვის მზის ხილვა. 8 თუნდაც მრავალ წელს იცოცხლოს ადამიანმა, გაიხაროს ყოველი წლით და ახსოვდეს სიბნელის დღენი, რადგან მრავალი იქნება. და ყველაფერი, რაც მოვა, ამაოება იქნება. 9 გაიხარე, ჭაბუკო, შენს ბავშვობაში და გაგამხიარულოს შენ გულმა შენმა ჭაბუკობის დღეებში. და იარე შენი გულის გზების მიხედვით და შენს თვალთა ხედვით. მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამის გამო ღმერთი მიგიყვანს სამსჯავროზე. 10 მოიშორე მწუხარება შენი გულიდან და მოიცილე ცუდი შენი ხორციდან, რადგან ბავშვობა და სიჭაბუკე ამაოებაა.
თავი მეათე                                                                                                                                          თავი მეტორმეტე

COMMENTS