მათეს 5:4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
2 კორინთელთა 1:3-4
კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.
დაბადება 24:67
შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
გამოცხადება 21:4
მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
ფსალმუნები 33:18
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
გოდება იერემიასი 3:31-33
რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ. რადგან თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდეც თავისი დიდი მოწყალებით. რადგან გულით როდი სტანჯავს და ამწუხრებს ადამიანთა შვილებს,
ფსალმუნები 9:9
უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს.
ფსალმუნები 29:2
უფალო, ღმერთო ჩემო! შემოგღაღადე და განმკურნე მე.
ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
ფსალმუნები 61:1
მხოლოდ ღმერთს ელის მდუმარედ ჩემი სული; მისგანაა ჩემი ხსნა.
ფსალმუნები 146:3
გულგატეხილებს განკურნავს და ჭრილობებს უხვევს მათ.
ლუკას 6:21
ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
2 კორინთელთა 1:3
კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.
მსგავსი თემები:
ღმერთის ნუგეში ღვთის ნუგეში მძიმე დანაკლისისას ღმერთი კურნავს გულგატეხილობა