ესაია 49:13
იმხიარულეთ, ცანო, და ილხინე, დედამიწავ! და შემოსძახეთ, მთებო, სიმღერა, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი და თავის დაჩაგრულთ შეიბრალებს.
2 კორინთელთა 1:3-4
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ყოველი ნუგეშის ღმერთი, ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.
ფსალმუნები 22:4
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
ფსალმუნები 118:50
ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენი ნათქვამი მაცოცხლებს.
ესაია 12:1
და იტყვი იმ დღეს: გადიდებ შენ, უფალო! შენ მრისხანებდი ჩემზე, მაგრამ შენი რისხვა დაცხრა და შენ დამამშვიდე მე.
მათეს 5:4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან.
იოანეს 16:7
მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ვერ მოვა ნუგეშისმცემელი თქვენთან. ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.