4 მეფეთა 17:35
და დაუდო აღთქმა და ამცნო: „ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ.
გამოსვლა 20:5
თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას,
ლევიანნი 26:1
„‘არ გაიკეთოთ კერპები, და ქანდაკება და სვეტი არ აღმართოთ თქვენთვის, და ქვა გამოსახულებით არ დადგათ თქვენს ქვეყანაში სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
იესო ნავეს ძე 23:16
როგორც კი გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმას, თქვენ რომ გიბრძანათ, და წახვალთ და ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღინთება რისხვა უფლისა თქვენზე და უმალ გადაშენდებით ამ კეთილი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.”
იერემია 13:10
ეს ბოროტი ერი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის მოსმენა, დადის თავის გულის შეუპოვრობით და მიჰყვება სხვა ღმერთებს, რათა ემსახუროს მათ და თაყვანი სცეს, იქნება, როგორც ეს სარტყელი, რომელიც არაფრისათვის აღარ გამოდგება.
იერემია 16:11
მაშინ უთხარი მათ: ‘იმის გულისათვის, რომ თქვენმა მამებმა მიმატოვეს მე!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და უკან გაჰყვნენ სხვა ღმერთებს და ემსახურებოდნენ მათ და თაყვანს სცემდნენ მათ, მე კი მიმატოვეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს.
რიცხვნი 25:2
და იწვევდნენ ისინი ხალხს თავიანთი ღმერთების შესაწირავებზე, და ჭამა ხალხმა და თაყვანი სცა მათ კერპებს.
მსაჯული 2:12
მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, და გაჰყვნენ ისინი სხვა ღმერთებს, იმ ხალხების ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, და თაყვანს სცემდნენ მათ, და აჯავრებდნენ უფალს;
მსაჯული 2:19
მაგრამ როგორც კი მოკვდებოდა მსაჯული, თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ, მიჰყვებოდნენ სხვა ღმერთების კვალს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ; არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს, თავს არ ანებებდნენ ურჩობის გზას.
იერემია 22:8-9
და მრავალი ხალხები გაივლიან ამ ქალაქზე და ეტყვიან ერთმანეთს: ‘რის გამო მოექცა უფალი ასე ამ დიდებულ ქალაქს?’ და ეტყვიან პასუხად: ‘იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის, აღთქმა და სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ ემსახურებოდნენ.’
4 მეფეთა 5:18
ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანისსაცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიხდება თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს ეს შენს მსახურს.”
ესაია 46:6
რომლებიც გადმოაბნევენ ქისიდან ოქროს და ვერცხლს სასწორზე სწონიან, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ ღმერთი გააკეთოს მისგან, ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ მას.
ესაია 44:19
არ განსჯის თავის გულში და არა აქვს მას გაგება და გონება, რომ თქვას: „მისი ნახევარი ცეცხლში დავწვი მის ნაკვერცხალზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და ვჭამე, მისი მონარჩენი კი სისაძაგლედ ვაქციე. ჯირკს ვეთაყვანები?”
ეზეკიელი 8:16
და მიმიყვანა მე უფლის სახლის შიდა ეზოსთან და დავინახე უფლის ტაძრის შესასვლელთან, დარბაზსა და სამსხვერპლოს შორის, ოცდახუთიოდე კაცი ზურგშექცევით მდგარი უფლის ტაძრისაკენ. მათი სახეები აღმოსავლეთით იყო მიმართული და თაყვანს სცემდნენ აღმოსავლეთით მზეს.
დანიელი 3:5-7
როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული. ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხებმა გაიგონეს საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა საკრავის ხმა, ყველა ხალხები, ტომები და ენები დაემხნენ და თაყვანი სცეს ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა.
დანიელი 3:10-11
მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, გუდასტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი. ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში.
სოფონია 1:5
მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ;
მიქა 5:13
შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს, და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს.
მათეს 4:9
უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.”
3 მეფეთა 19:18
დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.”
რომაელთა 11:4
მაგრამ რას ეუბნება მას ღვთის პასუხი?„დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაყალის წინაშე.”