ზეცა, ღმერთის ტახტი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 10:4
თავის წმიდა ტაძარშია უფალი და ზეცაშია ტახტი მისი; თავისი თვალით უმზერს ადამის შვილებს და ქუთუთოებით ამოწმებს.

გამოსვლა 24:9-11
ავიდნენ მოსე და აჰარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი. და იხილეს მათ ისრაელის ღმერთი. და იყო მის ფეხთა ქვეშ, რაღაც საფირონის ქვაფენილის მსგავსი, ზეცასავით სუფთა. და არ აღუმართავს მას ხელი ისრაელის ძეთა რჩეულებზე. იხილეს ღმერთი, ჭამეს და სვეს.

3 მეფეთა 22:19
თქვა მიქამ: ახლა, ისმინე უფლის სიტყვა! ვიხილე თავის ტახტზე მჯდომი უფალი და ცის მთელი ლაშქარი მასთან მდგომი, მის მარჯვნივ და მის მარცხნივ.

ესაია 6:1
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.

ესაია 63:15
გადმოიხედე ზეციდან, იხილე შენი წმიდა და დიადი სავანიდან! სად არის შენი მოშურნეობა და ძლევამოსილება? დაგვიკავე შენი გულუხვობა და თანაგრძნობა.

დანიელი 7:9
ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი – მგზნებარე ცეცხლი.

მათეს 23:22
ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.

საქმეები 7:49
ცა ტახტია ჩემი, დედამიწა – ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?

ესაია 66:1
ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი, დედამიწა კი ჩემს ფეხთა სადგამი. სად არის სახლი, რომელიც უნდა ამიშენოთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?

ებრაელთა 8:1
ამ ნათქვამიდან კი ესაა მთავარი: გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.

გამოცხადება 4:1-4
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ. მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე. მჯდომი შესახედაობით იასპის ქვასა და სარდიონს წააგავს; ხოლო ტახტს ირგვლივ შემორტყმული ცისარტყელა შესახედაობით ზურმუხტს ჰგავს. ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი დგას, ხოლო ტახტებზე ოცდაოთხი უხუცესი ზის; თეთრი სამოსი აცვიათ და თავზე ოქროს გვირგვინები ადგათ.

გამოცხადება 20:11
ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, ვისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ მოინახა მათთვის ადგილი.

ფსალმუნები 44:6
ტახტი შენი ღმერთო – უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია – კვერთხი შენი ხელმწიფებისა.

ფსალმუნები 102:19
ზეცაში დაიდგა ტახტი უფალმა და მისი მეფობა განაგებს ყოველივეს.

გამოცხადება 4:2
მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე.