ბიბლიის მუხლები თემაზე
წინამძღოლები
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ებრაელთა 13:17
მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.
-
ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.
-
მათეს 14:15
მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”.
-
1 თესალონიკელთა 5:12
გთხოვთ ძმებო, პატივი ეცით მომსახურეთ თქვენ შორის, თქვენს წინამძღოლთ უფალში და თქვენს დამრიგებელთ;
-
გამოსვლა 3:16
წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
-
2 კორინთელთა 4:2
არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.
-
გამოსვლა 19:7
და მივიდა მოსე, მოიწვია უხუცესნი ხალხიდან და მოახსენა ყველაფერი, რაც უბრძანა უფალმა.
-
1 მეფეთა 2:17
ძალზე დიდი იყო ამ ახალგაზრდა კაცების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან საუფლო მსხვერპლებს ბილწავდნენ ისინი.
-
ებრაელთა 5:4
და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ის, ვინც ღმერთის მიერაა მოწოდებული, როგორც აჰარონი.
-
ესაია 44:28
კიროსზე ამბობს: „ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: „აშენდები!” და ტაძარს: „ჩაიყრება შენი საძირკველი!
-
იერემია 23:1
ვაი მწყემსებს, ჩემი სამწყსოს ცხვარს რომ ანადგურებენ და ფანტავენ!” - ამბობს უფალი.
-
მათეს 23:10
ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი - ქრისტე.
-
ესაია 3:4
ყმაწვილებს დავუყენებ მთავრებად და ჩვილნი იბატონებენ მათზე.
1 ტომოთეს 5:17
ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.