უსაფრთხოება ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 4:8
მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.

იესო ნავეს ძე 1:9
ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.

ფსალმუნები 90:1-16
უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან. თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის. არ შეგაშინებს ღამის საშინელება, ისარი დღისით გამოფრენილი. ბნელში მოარული შავი ჭირი და შუადღის მომსვრელი უბედურება. დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგიახლოვდება. მხოლოდ შენი თვალებით შეხედავ და დაინახავ ბოროტეულთა საზღაურს. ვინაიდან, უფალი გაიხადე თავშესაფრად და შენს სამკვიდროდ აირჩიე უზენაესი, არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს. რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვას. ლომსა და ასპიტს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერსა და ურჩხულს გათელავ. რადგან შემიყვარა, მეც გადავარჩენ, დავიცავ, რადგან იცის ჩემი სახელი. მომიხმობს და მეც ვუპასუხებ, მასთან ვიქნები გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ. დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და გადარჩენას მოვუვლენ ჩემსას.

ეფესელთა 6:11
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.

იგავნი 11:14
გონიერი წარმართვის გარეშე ერი იღუპება, მრავალი მრჩეველი კი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ფსალმუნები 27:7
უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი; მას ესავდა ჩემი გული; დამეხმარა და გაიხარა ჩემმა გულმა, ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.

რომაელთა 8:31
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?

ფსალმუნები 36:3
მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; მაშინ დამკვიდრდები ქვეყანაზე და იქნები უსაფრთხოდ.

იგავნი 18:10
უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.

იგავნი 29:25
კაცის შიში მახეა, უფალს მინდობილი კი ხელშეუხებელია.

ლევიანნი 25:18-19
აღასრულეთ ჩემი წესები, და დაიცავით ჩემი სამართალი და აღასრულეთ ის, და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად; რადგან მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, და შეჭამთ ძღომაზე, და იცხოვრებთ მშვიდად მასზე.

იგავნი 3:21-26
შვილო ჩემო! ნუ დაიფარება ეს შენს თვალთაგან; შეინარჩუნე გონიერება და განსჯა. და იქნებიან ისინი სიცოცხლე შენი სულისა და სამკაული შენი ყელისა. მაშინ ივლი უსაფრთხოდ შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება. როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი ძილით დაიძინებ. ნუ შეგაკრთობს უეცარი შიში და ნურც ქარიშხალი, რომელიც ბოროტეულთ ატყდება თავს, რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და დაიცავს შენს ფეხს მახისაგან.

იგავნი 28:26
საკუთარი თავის იმედით მყოფი ბრიყვია, სიბრძნით მავალი კი გადარჩება.

იგავნი 28:18
უბიწოდ მავალი კაცი გადარჩება, უკუღმართი გზებით მოარული კი უეცრად დაეცემა.

ებრაელთა 13:6
ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”

ფსალმუნები 3:5-6
ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე. ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმის ყოველი მხრიდან.

საქმეები 12:11
გონს მოეგო პეტრე და თქვა: „ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა როგორც ჰეროდეს ხელიდან, ისე ყოველივე იმისგანაც, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა”.