ტაში ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 11:12
და გამოიყვანა უფლისწული, დაადგა შარავანდი და მისცა მოწმობა, და გაამეფეს და სცხეს ზეთი. ტაშს უკრავდნენ და ამბობდნენ: „იცოცხლოს მეფემ!”

იობი 34:37
რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.

გოდება იერემიასი 2:15
ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო?

ფსალმუნები 97:8
მდინარეებმა ტაში შემოჰკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.

ესაია 55:12
რადგან სიხარულით გახვალთ და მშვიდობით იქნებით ნატარები; მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს.

ეზეკიელი 25:6-7
რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან ტაშს უკრავდი და ფეხს აბაკუნებდი და ხარობდი მთელი შენი სულის ზიზღით ისრაელის მიწაზე, ამიტომ მე გავიწვდენ ხელს შენზე და მიგცემ ხალხებს გასაძარცვავად, და მოგკვეთავ ხალხებიდან, და მოგსპობ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი.’ მოაბი

ნაუმი 3:19
არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?

ფსალმუნები 46:1
ერნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;

იერემია 48:26
„დაათვრეთ იგი, რადგან უფლის წინააღმდეგ განდიდდა; და ტაშს შემოჰკრავს მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სასაცილო გახდება.