რომაელთა 16:17
გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ;
1 კორინთელთა 5:11
არამედ გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.
ფსალმუნები 25:4
არ დავჯდები სიცრუის მოყვარულებთან და არ მივალ მზაკვრებთან.
2 კორინთელთა 6:14
ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?
მეორე რჯული 7:2
ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
ეზრა 10:11
ახლა აღიარეთ ცოდვა უფლის, თქვენი მამების ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: გამოეყავით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს!”
რიცხვნი 16:26
უთხრა მან თემს: „აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს და მათსას ნურაფერს მიეკარებით, რათა არ აღიგავოთ მათ ცოდვებთან ერთად”.
იგავნი 1:10
შვილო, თუ შეეცდებიან ცოდვილნი შენს შეცდენას, ნუ დაჰყვები მათ ნებას.
იგავნი 17:4
ბრიყვ კაცს განერიდე, რადგან ვერ ჰპოვებ ცოდნას მის ბაგეზე.
2 თესალონიკელთა 3:6
ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.