ფსალმუნები 132:1
აჰა, რა კარგია და რა საამურია, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!
იგავნი 22:24
ნუ დაემოყვრები ბრაზიანს და ფიცხ კაცთან ნუ მიხვალ,
ეკლესიასტე 4:9-12
ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი გასამრჯელო აქვთ თავიანთ შრომაში. რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს, ხოლო მარტოხელა რომ დაეცეს, მეორე არაა, რომ წამოაყენოს იგი. დაწვებიან ორნი და თბილად იქნებიან. ერთი კი როგორ გათბება? და ერთს თუ დაამარცხებს ვინმე, ორნი დადგებიან მის წინააღმდეგ. სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდება.
ლუკას 11:23
ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
ამოსი 3:3
აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?
რომაელთა 12:16-18
ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი. ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
რომაელთა 15:5-6
ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ. რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა.
1 კორინთელთა 1:10
ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით.
1 კორინთელთა 12:14-20
ვინაიდან სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი. ფეხმა რომ თქვას: მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? ანდა ყურმა რომ თქვას: მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა? და აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ნებავდა. და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული? აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი.
ნეემია 4:6
და ავაშენეთ ქალაქის კედელი, და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, და ჰქონდა ხალხს საქმის გულმოდგინება.
2 კორინთელთა 6:14
ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?
2 კორინთელთა 13:11
მაშ, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება.
ფილიპელთა 2:2
შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი.
ფილიპელთა 4:2
ევოდიას შევახსენებ და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
ეფესელთა 4:3
ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
1 პეტრეს 3:8-9
ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.