სხვებსაც სწამთ ღმერთის ბიბლიური ციტატები

საქმეები 6:5
მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი.

საქმეები 11:24
კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.

იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.

რომაელთა 4:20
და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.

დანიელი 6:23
ფრიად გაიხარა მეფემ და ბრძანა ხაროდან ამოეყვანათ დანიელი. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან და არავითარი ზიანი არ აღმოაჩნდა, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა.

4 მეფეთა 18:5
უფალზე, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი; არ ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის არც მის შემდგომ და არც იმათ შორის, ვინც მის წინ იყო.

გამოსვლა 4:5
„ეს იმისათვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.

გამოსვლა 4:31
ირწმუნა ხალხმა, რომ გაიხსენა უფალმა ისრაელის ძენი და რომ იხილა მათი ტანჯვა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.

ესაია 10:20
და იქნება, იმ დღეს აღარ დაეყრდნობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნაშთი თავის მომსვრელს; ჭეშმარიტად, უფალს, ისრაელის წმიდას დაეყრდნობა.

მათეს 27:43
ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს; ხომ ამბობდა, ძე ღმერთისა ვარო”.

ლუკას 1:45
ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.

იონა 3:5
იწამეს ღმერთი ნინეველებმა, მარხვა გამოაცხადეს და დიდიდან პატარამდე ჯვალოთი შეიმოსნენ.

დანიელი 3:28
მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: „კურთხეულია შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთი, რომელმაც თავისი ანგელოზი მოავლინა და იხსნა თავისი მსახურები, რომლებიც მას მიენდნენ, არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და თავიანთი სხეულები გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, არც ერთი ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.