1 კორინთელთა 4:15
ვინაიდან, თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამა ბევრი ვერ გეყოლებათ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.
მათეს 23:9
ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ – ზეციერი.
დაბადება 45:8
თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
მსაჯულნი 17:10
უთხრა მიქამ: „დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; ვერცხლის ათ შეკელს მოგცემ წელიწადში, საზრდოსა და სამოსელთან ერთად”.
იობი 29:16
გლახაკთ მამობას ვუწევდი და ჩემთვის უცხოთა დავას ვიკვლევდი;
იერემია 2:27
ხეს რომ ეუბნებიან: ჩვენი მამა ხარო, და ქვას: შენ გვშობეო, რადგან ზურგი მაქციეს და არა სახე; ხოლო უბედურება რომ დაატყდებათ, ამბობენ: მოდი და გვიხსენიო!
ესაია 22:21
შენი მოსასხამით შევმოსავ, წელზე შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელთ გადავცემ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.
1 თესალონიკელთა 2:11
რადგან იცით, რომ ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, როგორც მამა – შვილებს;
1 ტიმოთეს 2:1
ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,
1 იოანეს 2:13-14
თქვენ გწერთ, მამებო, რადგან ის შეიცანით, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკებო, რადგან სძლიეთ ბოროტი. მოგწერეთ თქვენ, ყრმებო, რადგან შეიცანით მამა. მოგწერეთ თქვენ, მამებო, რადგან შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ, ჭაბუკებო, ვინაიდან ძლიერნი ხართ და ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში; და გაიმარჯვეთ ბოროტზე.