სიკვდილი უდაბნოში – ბიბლიური ციტატები

რიცხვნი 32:15
თუ ზურგს შეაქცევთ უფალს, ის კვლავ მიატოვებს ისრაელიანთ უდაბნოში, და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს.“

გამოსვლა 14:11-12
და უთხრეს მოსეს: „განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე დასახოცად? ეს რა გვიყავი, რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვეხსენი, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მონობაში ყოფნა გვირჩევნიაო?“

გამოსვლა 16:3
და უთხრეს მათ ისრაელიანთ: „ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“

რიცხვნი 20:4
რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, რომ გავწყდეთ აქ ჩვენცა და ჩვენი საქონელიც?

რიცხვნი 21:5
ალაპარაკდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რისთვის გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დავხოცილიყავით? რადგან აქ არ არის პური და არც წყალი, და შეგვძაგდა ეს უვარგისი საჭმელი.“

მეორე რჯული 9:28
რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც შენ გამოგვიყვანე: ვერ შეძლო უფალმა მათი მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც აღუთქვა მათ, და მათი სიძულვილის გამო გამოიყვანა ისინი, რათა დაეხოცა უდაბნოში.

რიცხვნი 14:29
ამ უდაბნოში დაიყრება თქვენი გვამები და თქვენი აღრიცხულები მთელი თქვენი რიცხვიდან, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე.

რიცხვნი 14:32-35
და თქვენი გვამები დაიყრება ამ უდაბნოში. და თქვენი ძენი იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს და ეწამებიან თქვენი მეძაობისთვის, სანამ არ გაიხრწნება თქვენი გვამები უდაბნოში. იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით: ორმოცი დღე, თითო წელი თითო დღეზე. თქვენი ცოდვებისათვის ორმოცი წელი ეწამებით და გამოსცდით ჩემგან მიტოვებას. მე, უფალი, ვამბობ და თუ ასე არ მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც ამბოხდა ჩემს წინააღმდეგ: ამ უდაბნოში დაასრულებენ თავინთ სიცოცხლეს და აქ მოკვდებიან.”

რიცხვნი 26:65
რადგან თქვა უფალმა მათზე: „სიკვდილით მოკვდებიან ისინი უდაბნოში!” და არ დარჩა მათგან არც ერთი, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.

ფსალმუნები 105:26
მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში

რიცხვნი 14:16
‘რაკი უფალმა ვერ შეძლო ამ ხალხის მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც მან ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.’

რიცხვნი 27:3
„მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა უფლის წინააღმდეგ ამბოხებულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვით მოკვდა. და ვაჟი არ ჰყავდა მას.

იესო ნავეს ძე 5:4
აი, მიზეზი, რისთვისაც წინადაცვითა იესომ ისინი: მთელი რომელიც გამოვიდა ეგვიპტიდან, მამროვანი ერი, ბრძოლისუნარიანები, დაიხოცნენ უდაბნოში, გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ;

1 კორინთელთა 10:5
მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი იყო სათნო ღმერთისთვის, რადგან ისინი უდაბნოში დაეცნენ.

ებრაელთა 3:17
ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინავდა? ეს ყველა ხომ იმათთაგან იყო, ვინც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტიდან?

ეზეკიელი 20:17
მაგრამ შეიბრალა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპად და არ მოვსპე უდაბნოში.