სიკვდილი ღმერთის თანდასწრების გამო – ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 33:20
და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს.“

მეორე რჯული 5:25-26
და ახლა რიღისთვის დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი! თუ ჩვენ კვლავ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, მაშინვე დავიხოცებით. რადგან რომელ ხორციელს შეუძლია, რომ მოისმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი გადარჩეს?

მეორე რჯული 18:16
რადგან რაც შენ ითხოვე უფლისგან, შენი ღმერთისგან, ხორებთან თავშეყრის დღეს ასე რომ თქვი: „მეტს ნუღარ გავიგონებ, უფლის, ჩემი ღმერთის, ხმას და ამ დიდ ცეცხლს ნუღარ დავინახავ, რომ არ მოვკვდე.”

რიცხვნი 17:12-13
და უთხრეს ისრაელის ძეთ მოსეს: „აჰა, ვიხოცებით, იღუპება ყველა ჩვენგანი! ყოველი, რომელიც მიუახლოვდება უფლის სავანეს, კვდება. ნუთუ ჩვენ ყველანი დასაღუპავად ვართ განწირული?”

რიცხვნი 18:22
და არ მიუახლოვდნენ კვლავ ისრაელის ძენი საკრებულო კარავს, რომ არ დაიდონ ცოდვა და არ დაიხოცნონ.

მსაჯული 13:22
და უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „სიკვდილით მოვკვდებით, რადგან ღმერთი ვიხილეთ.“

1 მეფეთა 5:10
და გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონს. როცა მივიდა ყეკრონში ღვთის კიდობანი, აყვირდნენ ყეკრონელები და ამბობდნენ: „მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“

4 მეფეთა 1:10-14
და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.” და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა მისი ორმოცდაათი კაცითურთ. და კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და ეუბნა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: ‘ჩამოდი სასწრაფოდ!’“ და მიუგო ელიამ და ეუბნა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.” და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა იგი მისი ორმოცდაათი კაცითურთ. და მესამედ მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და ეუბნა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში. აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.”

გამოსვლა 19:21-22
და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა მათგან მრავალი. და თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.”

გამოსვლა 20:19
და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.”

გამოსვლა 28:35
და იგი იყოს აარონზე მსახურებისთვის, რათა ისმოდეს მისი ხმა მისი შესვლისას წმიდაში უფლის წინაშე, და მისი გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს.

ლევიანნი 10:6-9
და უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის ძეთ: „თავებს ნუ გაიშიშვლებთ და სამოსელს ნუ შემოიგლეჯთ, რათა არ დაიხოცოთ და არ განრისხდეს იგი მთელ თემზე. მაგრამ თქვენს ძმებს, ისრაელის მთელს სახლს შეუძლია იტიროს დამწვრები, რომლებიც დაწვა უფალმა. საკრებულო კარვის შესასვლელიდან არ გამოხვიდეთ, რომ არ დაიხოცოთ, რადგან უფლის საცხებელი ზეთია თქვენზე.” და მოიქცნენ მოსეს სიტყვისამებრ. და უთხრა უფალმა აარონს: „ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი შენთან ერთად საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში,