HomeUncategorized

1 მეფეთა 5

ძველი აღთქმა
1 მეფეთა
51 წაიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში გადაიტანეს. 2 აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და მიიტანეს დაგონის ტაძარში და გვერდით დაუდგეს დაგონს. 3 ადგნენ მეორე დღეს ადრიანად აშდოდელები და ხედავენ, უფლის კიდობნის წინ პირქვე გდია დაგონი. აიღეს დაგონი და დააბრუნეს თავის ადგილას. 4 ადგნენ მეორე დღეს დილით და ხედავენ, პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ. დაგონის თავი და ორთავე ხელის მტევანი მოწყვეტილი ყრია ზღურბლთან, მხოლოდ ტანი აქვს შერჩენილი დაგონს. 5 ამიტომაც ერიდებიან აშდოდში დაგონის ქურუმები და დაგონის სახლად მიმსვლელნი დაგონის ზღურბლის დაბიჯებას დღემდე. 6 დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე. ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით, მთელს აშდოდს და მის სანახებს. 7 ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: „არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან მძიმეა მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.” 8 შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ყველა ფილისტიმელი მთავარი და იკითხეს: „რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს?” თქვეს: „გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი.” და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი. 9 მას შემდეგ, რაც მიიტანეს იგი, უფლის ხელი იყო ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი; გვემა უფალმა ქალაქის მკვიდრნი დიდიან-პატარიანად, და გამოაჩნდათ ბუგრები. 10 გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონს. როცა მივიდა ყეკრონში ღვთის კიდობანი, აკივლდნენ ყეკრონელები: „მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!” 11 შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა ყველა მთავარი, თქვეს: „გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოს ჩვენ და ჩვენი ხალხი.” რადგან შიშისზარი იყო მთელს ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა აქ უფლის ხელი. 12 და ის, ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრები გამოაჩნდა ყველას. ცას მისწვდა ქალაქის ღაღადი.
თავი მეოთხე                                                                                                                                           თავი მეექვსე

COMMENTS