ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,
4 მეფეთა 14:14
აიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი უფლის ტაძარსა და მეფის სახლის საგანძურში ნახა, ტყვეები წაიყვანა და სამარიაში გაბრუნდა.
ფასლმუნები 81:7
მაგრამ მოკვდებით, როგორც ადამიანები და დაეცემით, როგორც ერთი მთავართაგანი.
ეკლესიასტე 9:5
რამეთუ იციან ცოცხლებმა, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი აღარაფერი იციან და არც არა გასამრჯელო აქვთ, ვინაიდან დავიწყებულია მათი სახსენებელი.
ეკლესიასტე 3:2
ჟამი გაჩენისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის ამოგლეჯისა;
ფსალმუნები 77:50
გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო ისინი სიკვდილისგან და ჭირს გადასცა მათი სიცოცხლე.
იობი 30:23
ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიგყავარ, ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში.
ზაქარია 1:5
სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები?
ზაქარია 11:9
ვთქვი: აღარ დაგმწყემსავთ, სასიკვდილო მოკვდეს და გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა კი ჭამონ ერთმანეთის ხორცი.
საქმეები 28:4
ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო.
1 კორინთელთა 15:32
თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
ებრაელთა 7:8
აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი ის, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია.
ეზეკიელი 28:8
საფლავში ჩაგიყვანენ და მოკვდები შუაგულ ზღვაში დაფლულთა სიკვდილით.
ამოსი 6:9
ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
ნაუმი 1:15
აჰა, მახარობლის ფეხები მოიჩქარის მთებზე, რათა გვაუწყოს მშვიდობა. იზეიმე შენი დღესასწაულები, იუდავ, შეასრულე აღთქმები, რადგან აღარ გაივლის შენში ავკაცი, საბოლოოდ განადგურდა.
ნაუმი 1:12
ასე ამბობს უფალი: თუმცა ძალით არიან სავსენი და მრავალნიც არიან, მაინც მოიკვეთებიან და გაქრებიან; შენ კი გაგტანჯე იუდავ, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ.
გამოსვლა 9:19
ამიტომ წარგზავნე, რომ სწრაფად შეგიკრიბონ საქონელი და ყველაფერი, რაც ველზე გყავს; ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მინდვრად იქნება და უჭეროდ დარჩება, დაისეტყვება და მოისპობა.
მეორე რჯული 4:22
არ უნდა გადავლახო იორდანე, ვინაიდან ამ მიწაზე მოვკვდები; ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ ბარაქიან ქვეყანას.
1 მეფეთა 26:10
ღმერთმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მის სასთუმალთან დარჭობილი ეგ შუბი, წყლის ჭურჭელი და წავიდეთ აქედან.
ეკლესიასტე 8:8
არავის ძალუძს სულის შეკავება, ვერავინ უფლობს სიკვდილის დღეზე, ვერავის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან და უკეთურს ვერ იხსნის მისი უკეთურება.
იერემია 42:22
იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ.