გამოსვლა 32:9-10
უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია. ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო, შენ კი დიდ ერად გაქცევ”.
გამოსვლა 33:3
ქვეყნისკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი; თვითონ მე კი აღარ ვივლი შენ შორის, რადგან ქედმაგარი ხალხი ხარ, ვაითუ მოგსპო გზაში”.
მეორე რჯული 9:6
იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ ბარაქიან ქვეყანას დასამკვიდრებლად, რადგან ქედმაგარი ხალხი ხარ.
2 ნეშტთა 24:19
უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველთ უფალთან მოსაბრუნებლად და მოწმობდნენ ისინი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ ისმენდნენ.
ფსალმუნები 77:17
ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, უდაბნოში აუჯანყდნენ უზენაესს.
იგავნი 28:14
ნეტარია კაცი, რომელიც მუდმივად ფრთხილობს, გულის გამქვავებელი კი უბედურებაში ჩავარდება.
ესაია 26:10-11
შეიწყალებენ ბოროტეულს და მაინც ვერ ისწავლის სიმართლეს. უსამართლოდ იქცევა წრფელთა ქვეყანაში და ვერ ხვდება უფლის სიდიადეს. უფალო! შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ; დაინახავენ შენს მოშურნეობას შენი ხალხის გამო და შერცხვებათ, ცეცხლი შეჭამს შენს მტრებს.
ესაია 30:1
„ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.
ესაია 48:4
რადგან ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ, რკინის მყესები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.
ესაია 65:2-3
მთელ დღეს გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები, ურჩთა გზით თავის ნებაზე მავალი, უკეთური ხალხისკენ. ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით მიწვევს! ჩემს თვალწინ, ბაღებში მსხვერპლის მიმტანი და აგურებზე მკმეველი,
იერემია 3:17
იმ დროს „უფლის ტახტს” უწოდებენ იერუსალიმს, უფლის სახელით შეიკრიბება ყველა ხალხი იერუსალიმში და მეტად აღარ ივლიან თავიანთი გულის ბოროტი ზრახვებით.
იერემია 5:3
უფალო, განა ჭეშმარიტებას არ ეძებს შენი თვალი? დალახვრე ისინი, მაგრამ არ ეტკინათ, შთანთქე ისინი, მაგრამ ვერაფერი შეიგნეს; კლდეზე მეტად გაიქვავეს სახეები, არ სურთ მობრუნება.
იერემია 6:16
ასე ამბობს უფალი: „დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!
იერემია 7:23-26
მაგრამ აი რა ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით; იარეთ იმ გზებით, რომლებზეც მიგითითებთ და სიკეთეს ეწევით-მეთქი. მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ დამიგდეს, საკუთარი გონებითა და ბოროტი გულის სიჯიუტით იარეს, უკან მიდიოდნენ და არა წინ. ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი მამების გამოსვლის დღიდან დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს; ყოველი დღის განთიადიდანვე ვგზავნიდი მათ. მაგრამ არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.
იერემია 8:6
ყური მივუგდე და მოვისმინე: სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ბოროტებას, ამბობენ: განა რა დავაშავეო? ყველა თავის გზაზე მიიჩქარის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.
იერემია 19:15
„ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვაწევ ამ ქალაქსა და მის დაბებზე ყველა იმ უბედურებას, რაც წარმოვთქვი მათზე, რადგან ქედი გაიფიცხეს და არ შეისმინეს ჩემი სიტყვა”.
იერემია 31:18
ნამდვილად გავიგონე ეფრემის წუხილი: „შენ დამსაჯე და დასჯილი ვარ, როგორც მოურჯულებელი მოზვერი; დამაბრუნე და დავბრუნდები, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
ოსია 4:16
რადგან ურჩი ფურივით ჯიუტია ისრაელი; განა დამწყემსავს მათ უფალი, როგორც კრავებს ტრიალ მინდორზე?
მარკოზის 8:17-21
იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: „რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ ხედავთ და ვერ გაგიგიათ? გული გაგიქვავდათ? თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ? როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ ნარჩენებით?” უთხრეს: „თორმეტი”. „როცა ოთხი ათასისთვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი გაავსეთ ნარჩენებით?” უთხრეს: „შვიდი”. უთხრა მათ: „მაშ, როგორ ვერ ხვდებით?”
საქმეები 7:51
ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
რომაელთა 10:21
ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ”.
ებრაელთა 5:11-14
ბევრი გვაქვს სალაპარაკო ამის შესახებ, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურმძიმენი გახდით. ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ჯერ ისევ ღვთის სიტყვის პირველსაწყისები გაქვთ შესასწავლი. მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ. რადგან ყოველი, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ აქვს გამოცდილება სიმართლის სიტყვის გასაგებად. მაგარი საჭმელი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.