ლუკას 13:24
„იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარით. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს.
მათეს 7:13-14
შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპვისაკენ მიმავალი გზა, და მრავალნი არიან მასზე მავალნი. რადგან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი არიან, ვინც ჰპოვებს მას.
იოანეს 10:9
მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
გამოცხადება 22:14
ნეტარ არიან, რომლებიც იცავენ მის მცნებებს, რომ ჰქონდეთ ხელმწიფება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.
მარკოზის 9:43-45
თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, ხეიბარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტ ცეცხლში, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ,
ებრაელთა 3:11-12
ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში.’“ გაფრთხილდით, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
ებრაელთა 4:1-6
ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება მის განსასვენებელში შესვლის აღთქმა, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული. რადგან ჩვენც გვეხარა, ისევე როგორც მათ; მაგრამ მათთვის არ მოუტანია სარგებლობა მოსმენილ სიტყვას, რადგან არ შეერწყა ის მსმენელთა რწმენას. რადგან განსასვენებელში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ‘ვერ შევლენ ისინი ჩემს განსასვენებელში,’“ თუმცა მისი საქმეები აღსრულებული იყო უკვე სამყაროს დასაბამისას. რადგან მეშვიდე დღეზე ერთგან ასეა ნათქვამი: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან.“ და კვლავ იქვე ამბობს: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს განსასვენებელში.“ მაშ, რაკი ზოგიერთისათვის შესაძლებელია მასში შესვლა, ხოლო ვისაც ადრე ეხარა, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო,
ებრაელთა 4:11
მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ განსასვენებელში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათ მსგავსად.
იოანეს 4:36
მომკელი უკვე იღებს თავის საზღაურს და აგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ.
იოანეს 12:25
ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.
მათეს 19:29
ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
მარკოზის 10:29-30
თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს, და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს.
გალატელთა 6:8
ვინც თავისი ხორცისათვის თესავს, ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისათვის თესავს, სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.
მსგავსი თემები: