სასუფეველში შესვლა – ბიბლიური ციტატები

მარკოზის 10:23-25
მიმოიხედა იესომ და ეუბნება თავის მოწაფეებს: „რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!“ მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო და ეუბნება მათ: „შვილებო, რა ძნელია ღმერთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სასუფეველში.“

2 პეტრეს 1:10-11
ამიტომ, ძმებო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ, რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი.

ეზეკიელი 13:9
და მისწვდება ჩემი ხელი წინასწარმეტყველთ, რომელთაც ამაო ხილვები აქვთ და სიცრუეს მისნობენ; ჩემი ერის საფიხვნოში ვერ დასხდებიან ისინი და ისრაელის სახლის წიგნში ვერ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მოვლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.

მათეს 5:20
რადგან, გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

მათეს 18:3
და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ გახდებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

მარკოზის 10:15
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“

იოანეს 3:5
მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში.

მათეს 18:8-9
თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს ხეიბარი ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში.

მათეს 7:21
ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.

მათეს 23:13
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სამეფოს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც სხვა შემავალთ უშვებთ.

ლუკას 11:52
ვაი თქვენ, რჯულის მოძღვარნო, ცოდნის გასაღები რომ მიიტაცეთ! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.“

მათეს 21:31
ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ ეუბნებიან: „პირველმა.“ ეუბნება მათ იესო: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სასუფეველში.

მათეს 25:21-23
ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’ მოვიდეს ორი ტალანტის მიმღები და უთხრას: ‘ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.’ ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’

საქმეები 14:22
და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს, და ამხნევებდნენ, დარჩენილიყვნენ რწმენაში, რადგან მრავალი ჭირის დათმენა გვმართებს ღმერთის სამეფოში შესასვლელადო.


მსგავსი თემები:

სიცოცხლეში შესვლა