იგავნი 16:32
ნელი რისხვაში ძლიერს სჯობს, ხოლო ვინც საკუთარ თავს დაიურვებს – ქალაქის დამპყრობს.
იაკობის 1:19-20
მაშ, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში სწრაფი, სიტყვაში დინჯი და რისხვაში ნელი. რადგან კაცაის გულისწყრომა არ წარმოქმნის ღმერთის სამართლიანობას.
ეფესელთა 4:26-27
განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
იგავნი 14:29
ნელი რისხვაში დიდად გონიერია, ფიცხი კი სისულელეს ამჟღავნებს.
იგავნი 15:1
ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას.
ეფესელთა 4:31
ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
იგავნი 21:9
სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
ფსალმუნები 36:8
მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.
გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
ეფესელთა 4:32
მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
იგავნი 19:11
ადამიანის ჭკუა სულგრძელს ხდის მას და მისი ღირსებაა დანაშაულის მიტევება.
იგავნი 10:12
სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
იაკობის 4:11-12
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ვინც ძმას ძრახავს და ასამართლებს, რჯულს ძრახავს და ასამართლებს. თუ რჯულს ასამართლებ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ მოსამართლე. ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
იაკობის 4:1
საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან.
იგავნი 17:27
ცოდნის მცოდნელი თავისი ნათქვამის მომჭირნეა და თავშეკავებულია გონიერი კაცი.
ეკლესიასტე 7:9
ნუ იჩქარებ შენს სულში გაბრაზებას, რადგან სიბრაზე ბრიყვთა უბეში განისვენებს.
2 ტიმოთეს 2:23-24
სულელურ და უმეცრულ პაექრობებს მოერიდე. იცოდე, რომ ისინი შეხლა-შემოხლით თავდება. ღვთის მონას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ მშვიდი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე.
გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.