სიბოროტე ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 14:20
ძმებო! ნუ იქნებით გონებით ბავშვები, არამედ ბოროტებისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი – ზრდასრულნი.

კოლოსელთა 3:8
ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.

1 პეტრეს 2:1-3
ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა; როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის. რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,

1 კორინთელთა 5:7-8
სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.

ეფესელთა 4:31-32
ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.

1 პეტრეს 2:16
იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ; არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.

იობი 31:29-30
ან თუ გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება და მიზეიმია, როცა ბოროტება მიეწია მას? არა, შეცოდების უფლებას არ ვაძლევდი ჩემს ბაგეს, რომ დამეწყევლა მისი სიცოცხლე.

ფსალმუნები 34:12-14
სიკეთის წილ ბოროტებით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ. მე კი ძაძებს ვიცვამდი მათი სნეულების ჟამს, ჩემს სულს მარხვით ვიძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნდებოდა. ისე ვწუხდი, როგორც მეგობრისთვის ან ძმისთვის, დედაზე მგლოვიარესავით დავიარებოდი დანაღვლიანებული და თავდახრილი.

იგავნი 6:14-16
უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს. ამის გამო უეცრად დაატყდება უბედურება, მყისიერად შეიმუსრება და არ ექნება კურნება. ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება:

1 იოანეს 3:12
მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.

1 მეფეთა 18:8-29
დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: „დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!” ამ დღის შემდეგ შურის თვალით უყურებდა საული დავითს. მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ. ისროლა საულმა შუბი, იფიქრა: „კედელს მივაჭედავო დავითს!” მაგრამ ორჯერ გაერიდა დავითი. ეშინოდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა. განიშორა საულმა დავითი და დანიშნა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე. ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან. დაინახა საულმა, რომ დიდ წარმატებებს აღწევდა დავითი და შეეშინდა მისი. მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ. უთხრა საულმა დავითს: „აჰა, ჩემი უფროსი ასული მერაბი, ცოლად შეირთე, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და იბრძოლე უფლის ომებში!” ფიქრობდა საული, ჩემი ხელი ნუ იქნებაო მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზე. უპასუხა დავითმა საულს: „ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?” დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს იგი. შეიყვარა დავითი მიქალმა, საულის ასულმა; აუწყეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი. თქვა საულმა: „მივათხოვებ, რომ მახედ იყოს მისთვის და ფილისტიმელთა ხელი იყოს მის წინააღმდეგ”. უთხრა საულმა დავითს: „ერთი ქალიშვილით მაინც დამიმოყვრდები დღეს”. უბრძანა საულმა თავის მსახურებს: „ფარულად ელაპარაკეთ დავითს და უთხარით, აჰა, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე მეფეს!” ამ სიტყვებს ელაპარაკებოდნენ საულის მსახურები დავითს. თქვა დავითმა: „ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი ღარიბი და პატარა კაცი ვარ”. და აუწყეს მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი. თქვა საულმა: „ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს”. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელით დავცემო დავითს. აუწყეს საულის მსახურებმა მეფის ეს სიტყვები დავითს და მოეწონა მას, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო. ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად. და როცა მიხვდა საული, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულსა და მთელს ისრაელს, კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და მტრობდა გამუდმებით.

ესთერი 3:5-15
იხილა ჰამანმა, რომ არ უჩოქებს და არც თაყვანს სცემს მას მორდექაი და აღივსო რისხვით ჰამანი. ითაკილა მხოლოდ მორდექაის ხელყოფა; რაკი იცოდა მისი წარმომავლობის შესახებ, ამიტომ ახაშვეროშის მთელ სამეფოში მცხოვრები ყველა ებრაელის, მორდექაის ხალხის მთლიანად განადგურება განიზრახა ჰამანმა. პირველი თვიდან, რომელიც ნისანის თვეა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ყრიდნენ ფურს, ანუ წილს, რათა განესაზღვრათ დღე და თვე, და ხვდა წილი მეთორმეტე თვეს, რომელიც ადარის თვეა. უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ერთი ხალხი, მიმოფანტული ხალხთა შორის, შენი სამეფოს ყოველ მხარეში. მათი რჯული ყველა ხალხის რჯულისგან განსხვავდება, არ ასრულებენ ისინი მეფის კანონებს; არ შეშვენის მეფეს ამ ქვეყნად მათი დატოვება. თუ ინებებს მეფე, დაიწეროს ბრძანება მათი მოსპობის შესახებ და ათი ათას ტალანტ ვერცხლსაც მივუწონი მეფის მოხელეებს, რომ შეიტანონ მეფის საგანძურში”. გაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ჰამანს, აგაგელი ჰამედათას ძეს, ებრაელთა მტერს. მიუგო მეფემ ჰამანს: „ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, რათა ისე მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი”. მოუხმეს მეფის მწერალთ პირველ თვეში, მეცამეტე დღეს და დაიწერა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა ჰამანმა მეფის სატრაპთ და ოლქის განმგებელთ, ყოველი ოლქის მთავარს თავისი დამწერლობით და ყველა ხალხს მათ ენაზე; მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და მეფის ბეჭედით დაიბეჭდა. წარიგზავნა წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროში, რათა ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც იყო ადარის თვე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი – ჩვილიდან მოხუცამდე, ბავშვი და ქალი – და ნადავლად დაეტაცათ მათი ქონება. წერილის პირი კანონად უნდა მიეღოთ ყოველ სამთავროში, და ყველასთვის უნდა გამოეცხადებინათ, რომ დათქმული დღისთვის მომზადებულიყვნენ. სწრაფად გავიდნენ მალემსრბოლნი მეფის ბრძანებით და გამოცხადდა განკარგულება შუშანში, სატახტო ქალაქში. და დასხდნენ მეფე და ჰამანი დასალევად, ხოლო ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა.

მათეს 5:44
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

რომაელთა 1:29
აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.

ტიტეს 3:3-6
ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი. ხოლო, როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ;

რომაელთა 1:18
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.

ფსალმუნები 7:15
ორმოს თხრიდა და ღრმა ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.

იგავნი 6:16-19
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები, ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები, ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.


მსგავსი თემები:

შური       პირფერობა