შური – ბიბლიური ციტატები

იგავნი 23:17
ნუ შეშურდება შენს გულს ცოდვილისა, არამედ უფლის შიში გქონდეს მუდამ,

ტიტეს 3:3
რადგან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, მრავალგვარ გულისთქმებსა და განცხრომებს დამონებულნი, ცხოვრებას ბოროტებასა და შურში ვატარებდით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი.

1 კორინთელთა 13:4
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, სიყვარულს არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,

საქმეები 17:5
გამწარდნენ იუდეველები და შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრის მოედნიდან, შეყარეს ბრბო და აღაშფოთეს ქალაქი. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე.

ფილიპელთა 1:15
თუმცა ზოგიერთნი შურით და ჯიბრით აკეთებენ ამას, მაგრამ ზოგნი კი კეთილი ზრახვით ქადაგებენ ქრისტეს.

იგავნი 14:30
ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული და ძვალთა ხრწნა – შური.

იგავნი 27:4
მრისხანება სისასტიკეა, ბრაზი – წამლეკავი, შურს კი ვინ აღუდგება წინ?

რომაელთა 1:29
აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით,

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება, უწმიდურება, თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, თავკერძოება, უთანხმოებანი, განხეთქილება,  შური, ლოთობა, გაუმაძღრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

1 ტიმოთეს 6:3-4
ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის ქრისტე იესოს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას, ბრმაა, არაფრის მცოდნე, მხოლოდ ცილობისა და სიტყვებით ბრძოლის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშვება შური, ჯიბრი, გმობა და ბოროტი ეჭვი,

1 პეტრეს 2:1-2
ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა, და შური, და ყოველგვარი ავსიტყვაობა. როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის,

იგავნი 24:1
ნუ შეგშურდება ბოროტებისა და ნუ ისურვებ მათთან ყოფნას,


მსგავსი თემები:

შურიანობის მაგალითები