სიამაყის მაგალითები ბიბლიური ციტატები

2 ნეშტთა 32:25
მაგრამ სათანადო პატივი არ მიაგო უფალს ხიზკიაჰუმ, მის მიმართ გამოვლენილი სიკეთის გამო, ვინაიდან გული გაუამაყდა. ამიტომ რისხვა მოვიდა მასზე, იუდასა და იერუსალიმზე.

ესაია 16:6
გაგონილი გვაქვს მოაბის ამპარტავნება, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მედიდური წყრომა – ფუჭია მისი ტრაბახი.

იერემია 48:29
გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, უზომო სიამაყე და დიდგულობა.

ეზეკიელი 16:49-50
აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული – სიამაყე, გაუმაძღრობა და არხეინობა მისი და მისი ასულებისა, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ. გადიდგულდნენ და სისაძაგლეს აკეთებდნენ ჩემ წინაშე; ამიტომაც დავღუპე ისინი, როცა ეს დავინახე.

სოფონია 2:15
ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, გულში რომ ამბობდა: მე ვარ და სხვა არავინ არისო! როგორ გაუდაბურდა და იქცა ცხოველთა სავანედ?! ყოველი გამვლელი მასზე გაიცინებს და ხელს ჩაიქნევს.

მარკოზის 12:38-39
ამბობდა თავის მოძღვრებაში: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი; სინაგოგებში – წინა რიგები და ნადიმებზე – საპატიო ადგილები.

ლუკას 11:43
ვაი თქვენ, ფარისეველნო, სინაგოგებში წინა ადგილებზე ჯდომა და მოედნებზე მოსალმებანი რომ გიყვართ!

საქმეები 8:9
იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრე ჯადოქრობდა და აოცებდა სამარიელ ხალხს; თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.

გამოცხადება 18:7
რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან გულში ამბობდა: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.

ესაია 9:9-10
გაიგებს ხალხი, მთელი ეფრემი და მცხოვრებნი სამარიისა, სიამაყითა და დიდგულობით მთქმელნი: „აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ; ნეკერჩხალი გაიჩეხა, კედარით შევცვლითო”.

ოსია 10:13
ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.

დანიელი 3:15
ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?”

დანიელი 4:30
თქვა მეფემ: „განა ეს დიადი ბაბილონი არ არის, მე რომ ავაშენე მეფის სამკვიდრებლად, ჩემი ძლიერებითა და ჩემი სიდიადის წარმოსაჩენად?”

მათეს 26:33-35
მიუგო პეტრემ მას პასუხად: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”. უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”. უთხრა მას პეტრემ: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.

რომაელთა 1:22
თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.

1 კორინთელთა 1:20
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?

1 კორინთელთა 3:18
თავს ნურავინ მოიტყუებს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნეში, დაე გაუგუნურდეს, რომ ბრძენი გახდეს.

ესაია 14:13-14
გულში ამბობდი: „ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე. ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!”