შინაგანი სურვილების წარმოსახვა ბიბლიის მუხლები

იგავნი 4:23
ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.

2 კორინთელთა 10:4-5
ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი; მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

ფსალმუნები 9:23
რადგან თავისი გულის ავხორცობით ტრაბახობს ბოროტი, ანგარების მოყვარული კი წყევლის და უარყოფს უფალს.

მათეს 12:34-35
იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.

ლუკას 6:45
კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.

3 მეფეთა 8:39
ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;

1 ნეშტთა 28:9
შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას – იპოვი, თუ მიატოვებ – სამუდამოდ უარგყოფს.

1 მეფეთა 16:7
უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს”.

ფსალმუნები 7:9
შეწყდეს უმართლოთა ბოროტება, მართალი კი განამტკიცე, რადგან შენ სცდი გულებსა და ზრახვებს, მართალო ღმერთო!

ფსალმუნები 18:14
დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.

ფსალმუნები 25:2
შემამოწმე უფალო და გამომცადე, ბრძმედში გამოატარე ჩემი გონება და გული.

ფსალმუნები 37:9
უფალო, შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც არაა დაფარული შენგან.

ფსალმუნები 43:21
განა არ გვაზღვევინებდა ამას ღმერთი? რადგან იცის მან საიდუმლონი გულისა.

ფსალმუნები 138:2
იცი, როდის ვჯდები და ვდგები; შორიდანვე ხვდები ჩემს ფიქრებს.

იგავნი 15:26
საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.

იგავნი 21:2
კაცის ყველა გზა მართებულია მის თვალში, მაგრამ უფალი გულებს სწონის.

იერემია 11:20
ცაბაოთ უფალო! სიმართლით განმკითხავო, შენ იკვლევ თირკმელებსა და გულს. მაჩვენე შენი შურისძიება მათზე, შენთვის მომინდვია ჩემი საქმე.