შეპყრობა ბიბლიის მუხლები

მათეს 10:19
ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.

იოანეს 18:12
მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს

რიცხვნი 15:32-34
და როცა ისრაელის ძენი უდაბნოში იყვნენ, იპოვეს კაცი, რომელიც აგროვებდა შეშას შაბათ დღეს. და მათ, ვინც შეშის შეგროვებისას ჰპოვეს იგი, მიიყვანეს მოსესთან, აარონთან და მთელ თემთან. და ჩასვეს ის საპატიმროში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ.

მსაჯული 12:5-6
და გადაუჭრეს გილყადელებმა ეფრემს იორდანეს ფონები და, როდესაც იტყოდა ეფრემის ლტოლვილთაგანი: „გადმოვლახავ,” ეუბნებოდნენ გილყადელი კაცები: „შენ ხომ ეფრემიანი ხარ?” და ის ამბობოდა: „არა!” და ეუბნებოდნენ მას: „აბა თქვი – შიბოლეთ” და თუ იტყოდა „სიბოლეთ” და ვერ გამოთქვამდა სწორად, მაშინ შეიპყრობდნენ მას და კლავდნენ იორდანეს ფონებთან. და დაეცა იმ დროს ეფრემიდან ორმოცდაორი ათასი კაცი.

4 მეფეთა 17:4
და შეამჩნია აშურის მეფემ ჰოშეაყში ღალატი, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი ეგვიპტის მეფე სოს, და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ხარკს ყოველწლიურად. და დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა.

იერემია 37:15
და განრისხდნენ მთავრები იერემიაზე და სცემეს და ჩასვეს ის საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან საპყრობილედ დაადგინეს იგი.

ეზეკიელი 3:24-25
და შემოვიდა ჩემში სული და დამაყენა ფეხზე, და მელაპარაკა და მითხრა: „წადი, ჩაიკეტე შენს სახლში. და შენ, ძეო კაცისავ! აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ ამით, და ვერ დააღწევ მათ თავს.

საქმეები 28:16
როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ყოფილიყო მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.

იოანეს 7:45-46
მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?” მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.”

საქმეები 8:3
სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.

საქმეები 17:9
მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი.

გამოცხადება 20:1-3
ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში ჰქონდა უფსკრულის კლიტე და დიდი ჯაჭვი. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი უნდა გათავისუფლდეს მცირე ხნით.

საქმეები 21:30-33
მთელი ქალაქი შეიძრა და შეგროვდა ხალხი. პავლე შეიპყრეს, გამოათრიეს ტაძრიდან და კარები მყისვე ჩაიკეტა. როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას. მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ, და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო?

მათეს 26:57
იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს.

მარკოზის 14:46
მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი.

ლუკას 22:54
და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.

საქმეები 5:17-18
აღდგნენ მღვდელმათავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ. დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს.

საქმეები 6:12
ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს.

საქმეები 16:19
დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ გაქრა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მიიყვანეს მოედანზე მთავრებთან.

საქმეები 9:2
და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში.