ესაია 64:8
მაგრამ ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი გამომსახველი; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ჩვენ ყველანი.
იობი 38:1-13
მაშინ მიუგო უფალმა იობს ქარიშხლიდან და უთხრა:
„ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის?
წელი შემოისარტყლე ვაჟკაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი:
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება,
ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?
რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?
ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან?
როცა ღრუბელი მივეცი მას სამოსად და წყვდიადი – სახვევად?
როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი?
და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’
ოდესმე თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი,
რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი ჩამოებერტყა მისგან?
ფსალმუნები 138:13-16
რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედის წიაღში. გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი! კარგად ვიცი ეს მე. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი მიწის წიაღში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილი იყო ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი.
ესაია 45:7-12
მე გამვსახავ ნათელს და ვქმნი ბნელს, ვაგზავნი მშვიდობას და უბედურებას მოვავლენ; მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას. ჩამოასხურე, ზეცავ, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე გადმოღვარონ; გაიხსნას მიწა და გამოიღოს ხსნა, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად. მე, უფალმა, შევქმენი ეს ყოველივე. ვაი, თავის უფალთან მოშუღარს, ერთ ნატეხს თიხის ნამსხვრევთაგან! განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: რას აკეთებო? ან შენი ნაკეთობა თუ გეტყვის: ხელი არ გივარგაო? ვაი, მას, ვინც თავის მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეო ქვეყანაზე? ან დედას: რისთვის ეწამეო ჩემი შობით? ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა ღმერთი, მისი გამომსახველი: „ჩემს მომავალ ძეებზე მეკითხებით და ჩემი ხელის ნაკეთებზე მიმითითებთ? მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე; ჩემმა ხელებმა, გარდაართხეს ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.
ეფესელთა 2:10
რადგან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა მათში ვიაროთ.
გამოსვლა 35:30-35
და უთხრა მოსემ ისრაელიანთ: შეხედეთ, მოუხმო უფალმა სახელით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. და აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით, ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა, მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე. და უნარი სწავლებისა ჩაუდო მას გულში, მას და აჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან. აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა და ხელოვანი მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერ ნართზე და ბისონზე. და ეკეთებინათ ყოველგვარი საქმე ოსტატისა და ხელოვნისა.
2 ნეშტთა 2:5-7
და ის სახლი, უფლისათვის რომ მსურს ავაშენო, დიდი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია. ვის შესწევს ძალი, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა უფალს ცანი და ცათა-ცათანი ვერ იტევენ? ან მე ვინა ვარ, რომ შემეძლოს მისი სახლის აშენება? გარდა მის წინაშე, საკმევლის საკმევი ალაგისა? ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომლებიც დავითმა, მამაჩემმა, მოამზადა.
ფსალმუნები 148:3
ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ; ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო!
იგავნი 22:29
თუ გინახავს თავისი საქმის ოსტატი? ის მეფეთა წინაშე წარსდგება და არ მოემსახურება მდაბიოთ.
ფსალმუნები 103:24
რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით.
იერემია 10:12-13
უფალმა შექმნა დედამიწა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ზეცა, მის ხმაზე ხმაურობენ წყლები ზეცაში, ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.
ამოსი 4:13
რადგან, აჰა, ის, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გადამთელავი, უფალი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!