იოანეს 18:31
უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: „ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”.
იგავნი 27:1
ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
ლუკას 16:24
შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.
ესაია 1:14
თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
რომაელთა 2:28
ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე.
ებრაელთა 9:13
ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდას ჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,
იოანეს 9:4
სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
ფსალმუნები 16:14
იმ კაცებისგან – შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისგან, რომელთაც ამ სიცოცხლეშივე აქვთ წილი, მათ მუცლებს შენი საგანძურიდან ავსებ, რათა გაძღნენ მათი შვილები და ნამეტი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
ლუკას 16:25
უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი – სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
იობი 7:1
„განა ბრძოლა არაა კაცის ყოფა ამ მიწაზე? მოჯამაგირის დღეებივით არ არის მისი დღენი?
იობი 7:1-14
„განა ბრძოლა არაა კაცის ყოფა ამ მიწაზე? მოჯამაგირის დღეებივით არ არის მისი დღენი? მონასავით მიელტვის ჩრდილს და მოჯამაგირესავით მოუთმენლად ელის თავის გასამრჯელოს, ასე მერგო ამაოების თვეები და წილად მხვდა ტანჯვის ღამეები. დაწოლისას ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და ბორგვით ვიღლები განთიადამდე. მატლებით და მტვრით შეიმოსა ჩემი ხორცი, კანი ჩემი სკდება და ლპება. ჯარაზე სწრაფად მიჰქრიან ჩემი დღეები და უიმედობაში იწურებიან. გახსოვდეს, ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე და თვალი ჩემი სიკეთეს აღარ იხილავს. ვეღარ მიხილავენ თვალები, რომლებიც მიყურებენ, აჰა, შემომხედავ და – აღარ ვიქნები! როგორც ღრუბელი ქრება და იკარგება, ასე ჩადის კაცი შავეთში და აღარ ამოდის, აღარ დაუბრუნდება თავის სახლს და აღარც მას იცნობს მისი ადგილი. ამიტომ, არც მე შევაჩერებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ ჩემი სულის წუხილით, და ვიწუწუნებ სიცოცხლეგამწარებული. განა ზღვა ვარ ან ზღვის ურჩხული, გუშაგები რომ დამიყენე? თუ ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი სარეცელი ან ჩემი საგებელი შემიმსუბუქებს-მეთქი მწუხარებას, სიზმრებით მაძრწუნებ და ხილვებით მაშინებ,
იობი 14:15
აკი განსაზღვრულია მისი დღენი და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, საზღვრები დაუდგინე და ვერ გადალახავს,
ფსალმუნები 146:10
არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
რიცხვნი 36:6
ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელაფხადის ასულებზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ.
გალატელთა 4:1-3
ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისგან, თუმცა ყოვლის მფლობელია. არამედ აღმზრდელთა და მოურავთა ხელქვეით იმყოფება იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე. ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით.
იგავნი 24:10
თუ გაჭირვების დღეს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.
ფსალმუნები 93:13
რათა მოასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ორმო გაეთხრებოდეს ბოროტეულს.