საახალწლო ბიბლიის მუხლები

ესაია 43:19
აჰა, მე შევქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება იგი, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოშიც გავიყვან გზას, ტრამალზე – მდინარეებს.

ფსალმუნები 97:1
უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.

რომაელთა 12:1
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.

მათეს 5:16
ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

ფსალმუნები 33:8
განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება მას, ვინც მასზეა მინდობილი.

მეორე რჯული 7:13
და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მოსაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს.

გოდება იერემიასი 3:22-23
რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. 23 განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.

ეზეკიელი 11:19
და მე მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ თქვენ, და ამოვაცლი ქვის გულს მათი ხორციდან და მივცემ მათ ხორცის გულს.

2 კორინთელთა 5:17
მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია.

ეფესელთა 4:22-24
მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი, და განახლებული ხართ თქვენი გონების სულით, და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით.

კოლოსელთა 3:9-10
ნუ ეცრუებით ერთმანეთის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია ცოდნით მისი შემოქმედის ხატისამებრ,

გამოცხადება 21:5
თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია”.

ფსალმუნები 30:23-24
შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს. გამხნევდით და გული გაიმაგრეთ, ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.

იგავნი 23:18
რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.

მიქა 7:7
მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს. შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.

იერემია 29:11
რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.

რომაელთა 8:18
ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.