ბიბლიის მუხლები თემაზე
როცა არ ეხმარები ღატაკს
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 14:31
ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.
-
იგავნი 17:5
ღარიბის აბუჩად ამგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.
-
იგავნი 22:16
ღარიბის აბუჩად ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.მგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.
-
იგავნი 28:3
მდაბიოთა მჩაგვრელი ღარიბი, კოკისპირულ წვიმასავითაა, პურს რომ ანადგურებს.
-
მეორე რჯული 24:14
მდაბიოთა მჩაგვრელი ღანუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია.იბი, კოკისპირულ წვიმასავითაა, პურს რომ ანადგურებს.
-
ესაია 3:15
ძალადობთ ჩემს ხალხზე და აჭირვებთ გლახაკებს!” - თქვა მბრძანებელმა, ცაბაოთ უფალმა.
-
ამოსი 5:11
რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ.
-
ამოსი 8:4
გაიგონეთ ეს, გაჭირვებულთა ფეხქვეშ გამთელავნო და გლახაკთა დამღუპველნო,
-
იერემია 2:34
შენი სამოსელის კალთებსაც ამჩნევია არა ქურდების, არამედ უდანაშაულო ღატაკთა სისხლი;
-
იგავნი 22:22
ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღატაკია; საწყალს ნუ დაჩაგრავ კარიბჭესთან,
-
ეკლესიასტე 5:8
თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლესა და სამართალში ძალმომრეობას იხილავ რომელიმე მხარეში, ნუ შეგაცბუნებს, ვინაიდან მაღალს მასზე დიდი ზედამხედველობს და მათზე კი - უმაღლესი.
-
ამოსი 5:12
რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.
-
ზაქარია 7:10
ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში.
-
1 კორინთელთა 11:22
განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.
-
იობი 31:16
თუ უარმიყვია ღატაკთა სათხოვარი ან მოლოდინით მომიქანცავს ქვრივთა თვალები?