რძე და თაფლი ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 3:7-8
უთხრა უფალმა: „ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი. და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.

გამოსვლა 3:17
და ვთქვი, რომ გამოგიყვანდით ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში; ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

გამოსვლა 13:5
ოდეს შეგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში სადაც რძე და თაფლი მოედინება, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.

გამოსვლა 33:3
ქვეყნისკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი; თვითონ მე კი აღარ ვივლი შენ შორის, რადგან ქედმაგარი ხალხი ხარ, ვაითუ მოგსპო გზაში”.

ლევიანნი 20:24
აკი გითხარით: დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას სამკვიდრებლად, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ ხალხებისგან.

რიცხვნი 14:8
მოვიქცეთ უფლისთვის სათნოდ, შეგვიყვანს ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი.

რიცხვნი 16:13-14
ნუთუ არ კმარა, რომ გამოგვიყვანე იმ ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, რათა უდაბნოში მოგვაკვდინო და ახლა ჩვენზე გაბატონება მოინდომე? არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მინდორი და ვენახი მოგიცია სამკვიდრებლად, თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ მოვალთ!”

მეორე რჯული 6:3
ისმინე, ისრაელ და იფხიზლე მათ შესასრულებლად, რათა კარგად იყო და ფრიად გამრავლდე, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, იმ ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

მეორე რჯული 11:9
რათა დღეგრძელნი იყოთ ქვეყანაში, რომლის მიცემაც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს და მათ შთამომავლობას, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

მეორე რჯული 26:9
მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა – მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

მეორე რჯული 26:15
გადმოიხედე შენი წმიდა სამყოფელიდან, ზეციდან და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს; ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

მეორე რჯული 27:3
და დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა, როცა იორდანეს გადახვალ, რათა შეხვიდე იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა.

მეორე რჯული 31:20
რადგან, როდესაც შევიყვან მათ იმ მიწაზე, რომელიც შევფიცე მათ მამებს, სადაც მოედინება რძე და თაფლი, გაძღებიან ჭამით, გასუქდებიან და მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისკენ, ემსახურებიან მათ, განმარისხებენ და დაარღვევენ ჩემს აღთქმას.

იესო ნავეს ძე 5:6
რადგან ორმოცი წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში, ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აღუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

იერემია 11:5
რათა აღვადგინო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, მოგცემთ-მეთქი რძისა და თაფლის მდინარეებიან ქვეყანას, როგორც დღეს არის”. ვუპასუხე: „ამინ, უფალო!”

იერემია 32:22
და მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელზეც მათ მამებს შეჰფიცე, რომ მისცემდი; ქვეყანა, რომელშიც რძე და თაფლი მოედინება.

ეზეკიელი 20:6
იმ დღეს შევფიცე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის მიწიდან ქვეყანაში, მათთვის რომ დავიგულე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, ყველაზე მშვენიერ ქვეყანაში.

ეზეკიელი 20:15
ხელაღმართულმა დავუფიცე მათ უდაბნოში, რომ აღარ შევიყვანდი ქვეყანაში, რომელიც მივეცი, სადაც რძე და თაფლი მოედინება და რომელიც ყველა ქვეყანაზე მშვენიერია.