პატივისცემა ბიბლიის მუხლები

მათეს 7:12
ამიტომ, ყველაფერი, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც ასევე გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

რომაელთა 12:10
ძმათმოყვარეობაში იყავით ერთმანეთისადმი გულთბილნი და მოყვარულნი, ურთიერთპატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.

ფილიპელთა 2:3
არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ.

ტიტეს 2:7
ყველაფერში იყავი კეთილ საქმეთა ნიმუში: გამოავლინე მოძღვრებაში შეურყვნელობა, სიდინჯე,

1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ.

1 კორინთელთა 10:33
ისევე, როგორც მე ვცდილობ ვაამო ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.

იოანეს 13:34-35
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“

რომაელთა 13:1-7
ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი სასჯელს დაიტეხენ თავზე. რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. რადგან იგი ღმერთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღმერთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის შიშის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, რადგან ისინი ღმერთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამ მსახურებას ასრულებენ. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.

გამოსვლა 20:12
პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

ლევიანნი 19:32
ჭაღარას ფეხზე წამოუდექი და პატივი მიაგე მოხუცს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.

1 თესალონიკელთა 5:12-13
გთხოვთ, ძმებო, პატივი ეცით თქვენს შორის მშრომელთ და თქვენს წინამძღოლებს უფალში და თქვენს დამრიგებლებს. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი მათი საქმის გამო. მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთთან.

ებრაელთა 13:7-8
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღმერთის სიტყვას, მათი ცხოვრების აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე.

ეფესელთა 6:1-3
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს სამართლიანია. „პატივი ეცი შენს მამას და დედას,“ – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – „რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.“