HomeUncategorized

ოსია 5

ძველი აღთქმა
ოსია
51 ისმინეთ ეს, მღვდლებო! გაიგონეთ, ისრაელის სახლო! ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მახედ ექეცით მიცფას და თაბორს – მოსროლილ სათხევლად. 2 თავიანთი მსხვერპლშეწირვებით ცოდვაში ჩაეფლნენ განდგომილნი, მაგრამ ყველას ვასწავლი ჭკუას. 3 მე ვიცნობ ეფრემს, და ვერ დამემალება ისრაელი, რადგან შენც ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი. 4 ჩადენილი საქმეები არ ანებებენ მათი ღვთისაკენ მიქცევას, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ. 5 თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად. 6 თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; განერიდა მათ. 7 უღალატეს უფალს, რადგან უცხოთა შვილებს შობენ; ამიერიდან შეჭამს მათ მათი წილხვედრითურთ. 8 ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთ-ავენში: მოგდევენ ბენიამინ! 9 უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის შტოებში გამოვაცხადე ჭეშმარიტება. 10 სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას. 11 შეჭირვებულია ეფრემი, მსჯავრით დათრგუნული, რადგან აკრძალულისკენ ისურვა სიარული. 12 ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მჭამელად – იუდას სახლს. 13 დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შეძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ. 14 რადგან მე ლომივით ვექცევი და ლომის ბოკვერივით – იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის. 15 წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.
თავი მეოთხე                                                                                                                                             თავი მეექვსე

COMMENTS