ბიბლიის მუხლები თემაზე
მზა ომისთვის
21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ლუკას 14:31
ან რომელი მეფე გამოვა მეორე მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ მანამდე არ დაჯდა და მოითათბირა, შეძლებს კი ათი ათასით შეებას ოცი ათას მომხდურს?
-
ფსალმუნები 23:8
ვინ არის დიდების მეფე? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
-
2 მეფეთა 11:1
გაზაფხულზე, როცა საბრძოლველად გამოდიოდნენ მეფენი, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხით და მთელი ისრაელი; და მოსრეს ყამონიანები და ალყა შემოარტყეს რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
-
რიცხვნი 32:6
უთხრა მოსემ გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: „თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ ისხდებით?
-
იესო ნავეს ძე 3:2
სამი დღის შემდეგ ზემდეგნი გავიდნენ ბანაკში;
-
ფსალმუენბი 143:1
კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი კლდე, რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და ომს - ჩემს თითებს.
-
2 მეფეთა 22:35
გაწრთვნის ჩემს ხელებს საბრძოლველად და სპილენძის მშვილდს მოჭიმავენ ჩემი მკლავები.
-
ფსალმუნები 17:34
ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
-
3 მეფეთა 20:18
თქვა: „სამშვიდობოდ გამოვიდნენ თუ საომრად, ცოცხლად შეიპყარით”.
-
ფსალმუნები 119:7
მშვიდობა მსურს, მაგრამ, როცა დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
-
2 მეფეთა 17:8
ისევ თქვა ხუშაიმ: „ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს, მამაცები არიან, გამწარებულნი, როგორც ძუ დათვი ველად, ბელები რომ მოსტაცეს. მებრძოლი კაცია მამაშენი და ხალხთან ერთად არ დარჩება ღამე.
-
3 მეფეთა 5:3
შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა, დავითმა უფლის, თავისი ღმერთის სახელზე სახლის აშენება, რადგან სულ ომში იყო ჩაბმული, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა მტრები.
-
ლუკას 11:21
როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
-
1 ტიმოთეს 1:18
ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა მისი მეშვეობით იომო, როგორც კეთილმა მეომარმა,
-
ებრაელთა 11:34
შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
-
გამოცხადება 2:16
მაშ, მოინანიე, თორემ მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
-
გამოცხადება 13:4
და თაყვანი სცეს გველეშაპს, ძალაუფლება რომ მისცა მხეცს; თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: ვინ არის ამ მხეცისთანა? ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?
-
1 კორინთელთა 14:8
საყვირი თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?
-
იერემია 4:19
ვაიმე, მუცელი, ჩემი მუცელი! ვიტანჯები! გული მტკივა! ლამის ამომივარდეს! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საომარი ყიჟინა.
-
იგავნი 21:31
ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.
-
იობი 38:23
შეჭირვების ჟამისთვის რომ შემოვინახე, ბრძოლისა და ომის დღისთვის.