იგავნი 15:13
მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის სევდა კი გულგატეხილობას.
ზაქარია 9:16-17
და იხსნის იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, თავის ხალხს როგორც ცხვრის ფარას; რადგან, როგორც გვირგვინის თვლები ისე გაბრწყინდებიან ისინი მის მიწაზე. ო, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რა საოცარია მისი მშვენება! ჭაბუკებს პური აძლიერებს, ქალწულებს – მაჭარი.
მარკოზის 6:54-55
როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. შემოირბინეს მთელი ის მხარე და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო.
იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.“
2 კორინთელთა 9:7
თითოეულმა ისე გაიღოს, როგორც გულით აირჩია: არა მწუხარებითა და ძალდატანებით. რადგან „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.
რომაელთა 12:8
თუ გამამხნევებელია – გამხნევებაში, გამნაწილებელია – უბრალოებაში, წინამდგომია – სიბეჯითეში და მწყალობელია – მხიარულებაში.
ფსალმუნები 67:3
ხოლო მართალნი გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე, და სიხარულით იზეიმებენ.
ფსალმუნები 117:24
ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში!
იგავნი 15:30
თვალთა სინათლე გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
იგავნი 17:22
მხიარული გული აჯანმრთელებს, დავრდომილი სული კი ძვლებს ფიტავს.
რომაელთა 12:7-9
თუ მსახურებაა – ემსახურე, თუ ეს მოძღვრობის ნიჭია – დამოძღვრე, თუ გამხნევის ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა. იყოს თქვენი სიყვარული წრფელი. გძაგდეთ ბოროტი და შეუერთდით კეთილს.
იაკობის 5:13
ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს.
ეკლესიასტე 11:9
იხარე, ყრმაო, სიყმაწვილეში, გამხიარულოს გულმა ჭაბუკობის ხანს, მიჰყევი შენი გულის გზებს და შენს თვალთა სურვილს; მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამისთვის ღმერთი წარგადგენს სამსჯავროზე.
საქმეები 27:25
ამიტომ გამხნევდით, ხალხნო, რადგან მე მწამს ღმერთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა.