მკვდართა ყოფიერება ბიბლიური ციტატები

იობი 26:5
აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.

იგავნი 11:7
მოკვდება უმართლო და მისადმი მოლოდინიც კვდება, იღუპება მის შეძლებაზე დამყარებული იმედი.

ეკლესიასტე 9:5
რამეთუ იციან ცოცხლებმა, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი აღარაფერი იციან და არც არა გასამრჯელო აქვთ, ვინაიდან დავიწყებულია მათი სახსენებელი.

ეკლესიასტე 9:10
ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, გააკეთე შენი შეძლებისამებრ, ვინაიდან არაა საქმე, განზრახვა, ცოდნა და სიბრძნე საიქიოს, სადაც შენ მიდიხარ.

ეკლესიასტე 6:3-5
ასი შვილის მამაც რომ გახდეს კაცი და იცოცხლოს მრავალი წელი, რა მრავალიც არ უნდა იყოს ეს, თუ მისი სული სიკეთით არ გამძღარა და საკადრისი დაკრძალვაც არ ჰღირსებია, ვიტყვი: „დედის მუცელს მოწყვეტილი მასზე ბედნიერია! რადგან ამაოდ მოდის და სიბნელეში მიდის, იქ დაიფარება სახელი მისი, თუმცა, არც მზე უნახავს და არც არაფერი გაუგია; ამას მეტი შვება აქვს, ვიდრე იმ კაცს,

იობი 21:21
რადგან რაღაზე ენაღვლება თავისი სახლეული სიკვდილის შემდეგ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება?

ფსალმუნები 48:19
თავისი მამების თაობასთან მივა – ვერასოდეს იხილავს სინათლეს.

ფსალმუნები 6:5
რადგან არ არის შენი ხსენება სიკვდილში; საფლავიდან ქება-დიდებას ვინ მოგიძღვნის?

ფსალმუნები 87:12
განა შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს – დავიწყების ქვეყანაში?

ფსალმუნები 30:12
გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე.

ფსალმუნები 87:5
მკვდრებს შორის ჩაგდებული, როგორც სამარხში მწოლიარე მოკლულნი, რომლებიც აღარ გახსოვს, რადგან მოკვეთილნი არიან შენი ხელით.

ფსალმუნები 87:10-11
განა მკვდრებისთვის ახდენ სასწაულს? განა მიცვალებულნი წამოდგებიან და შეგაქებენ? განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე – აბადონში?

ფსალმუნები 113:25
მკვდრები არ აქებენ უფალს და არც ვინმე სამარეში ჩასული,

ესაია 38:18
რადგან საფლავი ვერ შეგაქებს, სიკვდილი ვერ შეგასხამს ხოტბას და საფლავში ჩამავალნი ვერ დაიმედდებიან შენს ერთგულებაზე.

გოდება იერემიასია 3:6
ბნელში დამასახლა, როგორც საუკუნოდ მკვდარნი.

ეზეკიელი 32:28
შენც ფარაონ, წინადაუცვეთელთა შორის დაილეწები და მახვილით განგმირულებთან ერთად დაწვები.

Close
Close