მეორე ლოყის მიშვერა ბიბლიური ციტატები

მათეს 5:39
მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.

ლუკას 6:28-29
აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.

1 თესალონიკელთა 5:15
თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.

1 პეტრეს 3:8-10
და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი, ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ. რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.

რომაელთა 12:17-19
არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე. თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი”.

ლუკას 6:35
თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.

მათეს 5:9
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.

მათეს 5:44
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

რომაელთა 12:14
ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.

რომაელთა 12:20
ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.

იგავნი 25:21
თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია – წყალი დაალევინე,

მათეს 26:67-68
მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ. და ეუბნებოდნენ: „გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”

იოანეს 19:3
მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.

1 მეფეთა 26:9-11
თქვა დავითმა: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი განგმირავს მას ან მისი დღე მოვა და მოკვდება, ან ომში წავა და დაიღუპება. ღმერთმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მის სასთუმალთან დარჭობილი ეგ შუბი, წყლის ჭურჭელი და წავიდეთ აქედან”. აიღო დავითმა შუბი და წყლის ჭურჭელი საულის სასთუმლიდან და წავიდნენ თავის გზაზე. არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია, ყველას ეძინა, ვინაიდან ღრმა ძილი დასცემოდათ უფლისგან.