ესაია 38:19
ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი შეგაქებს, როგორც მე გაქებ დღეს. მამა აუწყებს შვილებს შენს ერთგულებას.
ებრაელთა 12:1
ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი,
მეორე რჯული 6:5-7
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით. გულში ჩაიდე ეს სიტყვები, რომელთაც გამცნებ დღეს. შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
ფსალმუნები 126:3-5
აჰა, შვილები – მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი – მისი საზღაური. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა შვილები ახალგაზრდა კაცისთვის. ნეტარია კაცი, რომელმაც მათით გაივსო კაპარჭი; არ შერცხვება, როცა მტრებთან მოუხდება ლაპარაკი კარიბჭეში.
ფსალმუნები 134:12
მან მისცა მათი მიწა სამკვიდროდ, მემკვიდრეობად გადასცა თავის ხალხს, ისრაელს.
იობი 20:29
ეს არის ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან და ღმერთის მიერ მისთვის მიცემული მემკვიდრეობა!
ფსალმუნები 118:111
საუკუნოდ დავიმკვიდრე შენი მოწმობანი, რადგან ჩემი გულის სიხარულია ისინი.
1 პეტრეს 5:3
ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.
ფსალმუნები 135:21
და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნები 135:21
სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მსახურს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
იობი 27:13
ეს არის უღმერთოთა ხვედრი ღმერთისგან და მოძალადეთა მემკვიდრეობა, რომელსაც მიიღებენ ყოვლადძლიერისგან!
ფსალმუნები 15:6
ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
ფსალმუნები 126:3
აჰა, შვილები – მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი – მისი საზღაური.