მძიმე შრომა ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 9:24-27
განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა. ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ, და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე; არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.

ებრაელთა 12:4
სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა.

ფილიპელთა 3:11-14
რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ. ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ – ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა. ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.

დაბადება 31:40-42
დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით – ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს. ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი – შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე. მამაჩემის ღმერთი, აბრაჰამის ღმერთი და ისაკის შიში რომ არ ყოფილიყო ჩემთან, ახლა ხელცარიელს გამისტუმრებდი. მოხედა ღმერთმა ჩემს ტანჯვასა და ჯაფას და გამხილა წუხელ!”

გამოსვლა 1:11-14
და დაუნიშნეს მათ სამუშაოს უფროსნი, რომ მძიმე შრომით დაეუძლურებინათ ისინი. აუშენეს მათ ფარაონს სამარაგო ქალაქები – ფითომი და რაყმესესი. მაგრამ, რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელის ძეთა წინაშე. უმოწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელის ძეებს ეგვიპტელნი. სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხაზე, აგურზე და მინდვრებში. ყველა საქმეში, რომლითაც ამუშავებდნენ, დაუნდობლად ექცეოდნენ მათ.

იესო ნავეს ძე 9:3-27
გაბაონის მკვიდრთაც გაიგეს, რაც დამართა იეშუამ იერიხოსა და ჰაღაის. და ცბიერად მოიქცნენ: ადგნენ და საგზალი დაიმზადეს, თითქოს ელჩები იყვნენ, აჰკიდეს სახედრებს ძველი, დახეთქილი და დაკერებული ტომრები და ღვინის ტიკები, ფეხზე გაცვეთილი ქალამნები ჩაიცვეს და ტანზე დაკერებულ-დაძველებული სამოსი შეიმოსეს; საგზლის მთელი პურიც გამხმარი და დაობებული იყო. მივიდნენ გილგალში დაბანაკებულ იეშუასთან და უთხრეს მას და მთელს ისრაელს: “ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით და აღთქმა დაგვიდეთ ახლა”. უპასუხეს ისრაელიანებმა ხიველებს: “იქნებ ჩვენს ახლოს ცხოვრობთ და აღთქმა დაგიდოთ?” უთხრეს იეშუას: “შენი მსახურნი ვართ”. ჰკითხა მათ იეშუამ: “ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?” მიუგეს: “ძალიან შორი ქვეყნიდან მოვიდნენ შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდება და ყოველივე, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა. ყველაფერი, რაც ამორელთა ორ მეფეს დამართა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ: სიხონს, ხეშბონის მეფეს და ყაშთაროთელ ყოგს, ბაშანის მეფეს. გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყოველმა მკვიდრმა: საგზალი მოიმარაგეთ, წადით მათ შესახვედრად და უთხარით: თქვენი მსახურნი ვართ და აღთქმა დაგვიდეთ-თქო ახლა. ეს ჩვენი პური ჯერ კიდევ თბილი იყო იმ დღეს, როცა სახლებიდან თქვენთან შესახვედრად წამოვედით; აჰა, ახლა გამხმარი და დაობებულია. ეს ღვინის ტიკებიც, როცა ავავსეთ, ახლები იყო და, აჰა, დამსკდარია; ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც შემოგვაცვდა შორი გზის გამო”. აიღეს კაცებმა მათი საგზლიდან და არ დაეკითხნენ უფალს. შეუთანხმდა მათ იეშუა სამშვიდობოდ და ცოცხლად დატოვების აღთქმა დაუდო; შეჰფიცეს თემის მთავრებმაც. აღთქმის დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ ახლოს ყოფილან და მათ სიახლოვეს ცხოვრებულან. დაიძრნენ ისრაელის ძენი და მივიდნენ მესამე დღეს მათ ქალაქებში – გაბაონში, ქეფირაში, ბეეროთსა და კირიათ-იეყარიმში. არ მოუსრავთ ისინი ისრაელის ძეებს, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი დაიფიცეს თემის მთავრებმა; და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე. უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: “უფალი, ისრაელის ღმერთი დავიფიცეთ და ვეღარ შევეხებით. აი, როგორ უნდა მოვექცეთ: ცოცხლად დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს ფიცის გამო, რომლითაც დავიფიცეთ”. თქვეს მთავრებმა: “დაე იცოცხლონ, მაგრამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად დავაყენოთ მთელი თემისთვის; და ისე მოიქცა თემი, როგორც უთხრეს მთავრებმა. მოუხმო მათ იეშუამ და უთხრა: “რატომ მოგვატყუეთ და გვითხარით, ძალიან შორს ვართო თქვენგან, როცა ჩვენს სიახლოვეს მკვიდრობდით? აჰა, ამიერიდან წყევლაა თქვენზე! სამუდამოდ დაგვემონებით და შეშის მჭრელნი და წყლის მხაპავნი იქნებით ჩემი ღმერთის სახლისთვის”. მიუგეს იეშუას: “გავიგეთ შენმა მონებმა, რა უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ ამ მიწას და წარხოცავდა მის მკვიდრთ თქვენ წინაშე; ძალიან შეგვეშინდა თქვენი და ესღა მოვიფიქრეთ. ახლა შენს ხელში ვართ; როგორც უმჯობესია და სამართლიანი შენს თვალში, ისე მოგვექეცი”. ასეც მოექცა მათ იეშუა, იხსნა ისრაელის ძეთა ხელიდან და არ დაუხოცავთ ისინი; იმ დღეს დააყენა ისინი იეშუამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისა და უფლის სამსხვერპლოსთვის აქამდე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევდა უფალი.

მსაჯული 16:20-21
თქვა დალილამ: “ფილისტიმელები დაგესხნენ თავს სამსონ!” გაიღვიძა და თქვა: “წინანდებურად გავალ და დავიხსნი თავს”. არ იცოდა, რომ განშორდა უფალი. შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.

ეკლესიასტე 5:12
ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს იგი, მაგრამ სიმაძღრე ძილს არ ანებებს მდიდარს.

ეკლესიასტე 9:10
ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, გააკეთე შენი შეძლებისამებრ, ვინაიდან არაა საქმე, განზრახვა, ცოდნა და სიბრძნე საიქიოს, სადაც შენ მიდიხარ.

გამოსვლა 6:5
და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.

იგავები 14:23
ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ – სიღარიბე.

დაბადება 3:17
და ადამს უთხრა: „რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამაც მე აგიკრძალე, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით ღებულობდე მისგან საზრდოს მთელი შენი სიცოცხლე!

მსაჯული 16:21
შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.

გოდება იერემიასი 5:13
ჭაბუკები საფქვავს ეზიდებიან, ბიჭები ბარბაცებენ შეშის ტვირთის ქვეშ.