იგავნი 15:23
კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
იგავნი 25:11
მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;
2 ტიმოთეს 4:2
იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით.
ესაია 50:4
უფალმა ღმერთმა მომცა მე მცოდნეთა ენა, რომ შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. მაღვიძებს ის ყოველ დილით, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო მცოდნეთა მსგავსად.
იაკობის 3:5
ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს.
იგავნი 21:23
ვინც ბაგეს და ენას იცავს, ის იცავს თავის სულს უბედურებისაგან.
იგავნი 18:21
სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია, და მისი მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს.
ეკლესიასტე 3:7
ჟამი რღვევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა;