ბიბლიის მუხლები თემაზე
კეთილი სიტყვა
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 16:24
საამო სიტყვა გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ხორცის კურნება.
-
დაბადება 50:21
ახლა ნუღარ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.„ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ.
-
2 კორინთელთა 10:7
შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
-
იობი 4:4
შენი სიტყვა წაქცეულს ფეხზე აყენებდა და აკანკალებულ მუხლებს განამტკიცებდა.
-
იგავნი 15:1
ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.
-
იგავნი 25:15
დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
-
იგავნი 31:26
სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგებაა მის ენაზე.
-
ესაია 50:4
უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
-
ლუკას 4:22
ყველამ დაუმოწმა; გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით. თან ამბობდნენ: „ეს იოსების ვაჟი არ არის?
-
იგავნი 10:21
მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
-
იგავნი 12:25
დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
-
იგავნი 15:23
კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.
-
იგავნი 15:4
მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.