მთავარითემები „კ"კაცისა და ქალის ურთიერთობა

კაცისა და ქალის ურთიერთობა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 1:27
    შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
  2. დაბადება 5:2
    კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.
  3. მათეს 19:4
    ხოლო მან უთხრა პასუხად: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
  4. მარკოზის 10:6
    მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
  5. ეკლესიასტე 7:28
    რასაც ეძიებდა ჩემი გული, მაგრამ ვერ ვპოვე; ათასი კაციდან ერთი ღირსეული ვპოვე, ქალებიდან კი _ ვერც ერთი.
  6. 1 კორინთელთა 11:3
    ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი - ქმარია და ქრისტეს თავი - ღმერთია.
  7. 1 კორინთელთა 11:3
    ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისგან, არამედ დედაკაცი - მამაკაცისგან.
  8. 1 კორინთელთა 11:9
    ასევე, მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცისთვის, არამედ დედაკაცი - მამაკაცისთვის.
  9. 1 კორინთელთა 11:11-12
    თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.  ვინაიდან, ისევე როგორც დედაკაცია მამაკაცისგან, მამაკაციც დედაკაცის მეშვეობით იშვება; ხოლო ყოველივე ღვთისგან არის.
  10. იგავნი 30:19
    ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.
  11. ლევიანნი 18:22
    არ დაწვე მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: ეს საძაგლობაა.
  12. რომაელთა 1:27
    ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.

← ყველა თემა „კ"-ზე

Close
Close