ისრაელი უდაბნოში ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 4:27
უთხრა უფალმა აჰარონს: „წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში”. ისიც წავიდა, შეხვდა მოსეს ღვთის მთასთან და აკოცა.

რიცხვნი 33:8
დაიძრნენ ფიჰახიროთიდან და უდაბნოსავით გადაიარეს შუა ზღვა; სამი დღე იარეს ეთამის უდაბნოში და დაბანაკდნენ მარაში.

მსაჯული 11:16
რადგან ეგვიპტიდან რომ გამოვიდა, უდაბნოში წავიდა ისრაელი წითელ ზღვამდე და კადეშში მივიდა.

ფსალმუნები 67:7-10
ღმერთო, როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა უდაბნოში მიდიოდი, დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღვთის სახის წინაშე; თვით სინაიც იძვროდა უფლის, ისრაელის ღმერთის გამო. ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს და როცა დაუძლურდა, შენ გაამაგრე. შენი სამწყსო დასახლდა იქ; ღმერთო, შენ განუმზადე სიკეთე ღარიბებს.

ფსალმუნები 104:36-42
მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, პირველნაყოფი მთელი მათი ძლიერებისა. ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი და არავინ იყო უძლური მათ ტომებში. უხაროდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან მათმა შიშმა შეიპყრო ის. გადააფარა ღრუბელი მათ საფრად და ცეცხლი – ღამის გასანათებლად. ითხოვეს და მწყერი გაუგზავნა, ზეციური პურით გააძღო ისინი. გაჰკვეთა კლდე და წყალი გადმოდინდა, ნაკადულად მოედინებოდა უდაბნოში. რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა, თავისი მსახურის, აბრაჰამის მიმართ.

ფსალმუნები 105:9-21
შერისხა წითელი ზღვა და დაშრა, ისე გაატარა მის სიღრმეებში, როგორც უდაბნოში. მოძულის ხელიდან იხსნა და მტრის ხელიდან გამოისყიდა. წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა. მაშინ ირწმუნეს მისი სიტყვები და იმღერეს მისი ქება. მალევე დაივიწყეს მისი საქმეები, არ დაელოდნენ მის რჩევას. გულისთქმას აჰყვნენ უდაბნოში და უკაცრიელ ადგილას გამოსცადეს ღმერთი. შეუსრულა თხოვნა, მაგრამ მომსვრელი სენი მოუვლინა. როცა შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აჰარონის მიმართ, გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი და დაფარა აბირამის კრებული. ცეცხლი მოედო მათ კრებულს, ალმა შთანთქა ბოროტეულნი. ხბო გაიკეთეს ხორებთან და თაყვანი სცეს კერპს. თავიანთი დიდება ბალახის მძოველი ხარის გამოსახულებაში გაცვალეს. დაივიწყეს ღმერთი, მათი მხსნელი, რომელმაც დიადი საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში.

რიცხვნი 15:32-34
და როცა უდაბნოში იყვნენ ისრაელიანები, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს. მიიყვანეს იგი მპოვნელებმა მოსესთან, აჰარონთან და მთელ თემთან.34დაატუსაღეს, ვინაიდან ჯერ არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ.

იესო ნავეს ძე 5:5
წინადაცვეთილი იყო ეგვიპტიდან ყოველი გამომსვლელი, ხოლო ყველა, ვინც გამოსვლის შემდეგ დაიბადა უდაბნოში, არ ყოფილა წინადაცვეთილი.

რიცხვნი 10:31
უთხრა მოსემ: „ნუ მიგვატოვებ, ვინაიდან იცი შენ, როგორ უნდა დავიბანაკოთ უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.

იოანეს 3:14
და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა,

იოანეს 6:30-33
ამაზე უთხრეს: „რა ნიშანს გვაჩვენებ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანნას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც წერია: ზეციდან მისცა მათ პური საზრდოდ”. იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. რადგან ღმერთის პური ის არის, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს”.

იოანეს 6:48-50
მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა მანნა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს.

საქმეები 7:36
მან გამოიყვანა ისინი; ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.

საქმეები 7:38
ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;

საქმეები 7:42
ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია მათ და ციური მხედრობისთვის თაყვანსაცემად გადასცა ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: ისრაელის სახლო, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში, ორმოც წელიწადს?

საქმეები 3:8
ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,

ებრაელთა 3:7-11
ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა. ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”.