ფსალმუნები 77:10
რადგან არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
ესაია 3:8
რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რაკი მათი სიტყვა და საქმე უფლის წინააღმდეგაა, უპატიებელი მისი დიდების თვალში.
1 მეფეთა 13:13-14
უთხრა სამუელმა საულს: „უგუნურად მოქცეულხარ, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება; რაც მან გიბრძანა, არ შეასრულე; უფალი ხომ უკუნისამდე განამტკიცებდა შენს მეფობას ისრაელზე. ამიერიდან ვეღარ გაძლებს შენი მეფობა; გამოძებნის უფალი თავისი გულის სასურველ კაცს და თავისი ხალხის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი უფალის ნაბრძანები არ დაიცავი.“
იესო ნავეს ძე 5:6
რადგან ორმოც წელიწადს ხეტიალობდნენ ისრაელიანები უდაბნოში, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელთაც არ შეისმინეს უფლის ხმა, რომელმაც დაფიცა, რომ ისინი ვერ იხილავდნენ იმ ქვეყანას, რომელიც რძესა და თაფლს გამოადინებს, და რომელიც ფიცით აღუთქვა ჩვენს მამებს, რომ მოგვცემდა ჩვენ.
1 მეფეთა 2:30
ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ნათქვამი მქონდა, რომ უკუნისამდე ივლიდა ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან კი,’ – ამბობს უფალი, – ‘არამც და არამც, რადგან ჩემს მადიდებელს განვადიდებ, ჩემი მოძულენი კი დამცირდებიან.
მეორე რჯული 11:26-28
აჰა, მე დღეს გთავაზობთ კურთხევას – ან შეჩვენებას: კურთხევას – თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც მე გაუწყებთ დღეს, ხოლო შეჩვენებას – თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც მე გაუწყებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
ეფესელთა 5:6
არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, რადგან ამისათვის ღმერთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
ტიტეს 1:15-16
წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო ბილწთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ ბილწია მათი გონებაც და სინდისიც. ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, რადგან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.
ტიტეს 3:3-6
რადგან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, მრავალგვარ გულისთქმებსა და განცხრომებს დამონებულნი, ცხოვრებას ბოროტებასა და შურში ვატარებდით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი. ხოლო როცა გაცხადდა ჩვენი ღვთაებრივი მაცხოვრის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,
იერემია 22:21
მე გელაპარაკებოდი შენი ბედნიერების ჟამს, მაგრამ შენ ამბობდი: არ მოვისმენო! ასეთი იყო შენი გზა შენი სიყმაწვილიდან, რომ არ უსმენდი ჩემს ხმას.
იერემია 35:14
იონადაბის, რექაბის ძის, სიტყვები, რომელმაც უბრძანა თავის ძეთ, არა სვათო ღვინო, სრულდება, და არ სვამენ ღვინოს, რადგან შეისმინეს თავიანთი მამის ბრძანება. მაგრამ რასაც მე ყოველ ცისმარე გეუბნებოდით, არ მისმენდით.
დაბადება 3:12-13
და უთხრა ადამმა: „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.“ და ჰკითხა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა ჩაიდინე?“ და თქვა დედაკაცმა: „გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.“
ესაია 42:24-25
ვინ მისცა იაკობი დასარბევად, და ისრაელი – გასაძარცვად? განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? მათ არ ისურვეს მისი გზით სიარული, და მისი რჯული არ ისმინეს. და გადმოღვარა უფალმა მათზე თავისი რისხვა – ომის მრისხანება! ცეცხლი შემოუნთო მათ ირგვლივ, მაგრამ მათ ვერაფერი გაიგეს, იწვოდნენ, მაგრამ გონთ ვერ მოეგნენ.
ებრაელთა 2:2
რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს,
ნეემია 9:32-33
ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, თვალში ნუ გეცოტავება ის გაჭირვება, რაც ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამებს და ჩვენს ხალხს შეემთხვა აშურის მეფეთა დღეთაგან ამ დღემდე. შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, რადგან შენ სწორად იქცეოდი, ჩვენ კი ურჯულოებას ვიქმოდით.
დანიელი 9:10-11
და ყურს არ ვუგდებდით უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, რათა გვევლო მისი რჯულდებებით, თავისი მსახურების – წინასწარმეტყველების – ხელით რომ დაგვიდო წინ. მთელი ისრაელი გადავიდა შენი რჯულიდან და გადაუხვია, რათა შენი ხმა არ მოესმინა. ამიტომაც გადმოინთხა ჩვენზე ის წყევლა და ფიცი, რომელიც ღვთის მსახურის, მოსეს, რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას.
იერემია 12:17
ხოლო თუ არ მომისმენენ, მაშინ სრულიად აღმოვფხვრი ამ ხალხს და მოვსპობ! – ამბობს უფალი.
იერემია 9:13
და ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მე მივეცი მათ და არ შეისმინეს ჩემი ხმა, და არ გაჰყვნენ მას,