ღვთის ყველგანმყოფობა ბიბლიის მუხლები

იერემია 23:24
სამალავშიც რომ დაიმალოს ვინმე, განა ვერ დავინახავ? ამბობს უფალი, განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.

იგავნი 15:3
ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.

3 მეფეთა 8:27
ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე? აჰა, ცანი და ცანი ცათანი ვერ გიტევენ შენ, როგორღა დაგიტევს ეს სახლი, რომელიც მე ავაშენე?

საქმეები 17:24
ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს,

კოლასელთა 1:17
ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.

მათეს 18:20
ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.

ესაია 57:15
ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.

ებრაელთა 4:12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.

ფსალმუნები 138:3
დავდივარ თუ ვისვენებ ჩემს გვერდით ხარ; გამოკვლეული გაქვს ყველა გზა ჩემი.

ფსალმუნები 138:5
გარსშემომერტყი ზურგიდან და წინიდან და ხელი დამადე.

ფსალმუნები 138:7-10
სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში ავიდე — იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე — იქაც ხარ! ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე — იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.

ესაია 66:1
ასე ამბობს უფალი: „ცა ტახტია ჩემი, დედამიწა კი ჩემს ფეხთა სადგამი. სად არის სახლი, რომელიც უნდა ამიშენოთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?

იერემია 23:23-24
განა მხოლოდ ახლოდან ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, ნუთუ შორიდან ღმერთი არა ვარ? სამალავშიც რომ დაიმალოს ვინმე, განა ვერ დავინახავ? ამბობს უფალი, განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.

ფსალმუნები 112:4-6
ყველა ერზე ამაღლდა უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. ვინ არის უფალივით, ჩვენი ღმერთივით, მაღლა რომ არის დამკვიდრებული? თავს იმდაბლებს, რათა იხილოს ცა და ქვეყანა;

საქმეები 17:27
რათა ეძიათ ღმერთი. ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან.

მათეს 6:6
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.

ფსალმუნები 31:8
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.

იობი 34:21
რადგან კაცის გზებზეა მისი თვალები და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.