დაბადება 3:26-27
თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
დაბადება 5:1-2
ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.
1 კორინთელთა 11:7
მაშასადამე, მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა; ცოლი კი ქმრის დიდებაა.
დაბადება 9:6
ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
იაკობის 3:9
მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
ფსალმუნები 8:3-8
როცა შენს ზეცას ვუმზერ – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან – ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე, დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე – ველის ნადირი; ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
მათეს 5:48
მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
მეორე რჯული 10:17-19
ვინაიდან უფალი, შენი ღმერთი, ღმერთთა ღმერთია და უფალთ უფალი, დიადი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც არ პირმოთნეობს და ქრთამს არ იღებს; სამართალს უჩენს ქვრივსა და ობოლს და უყვარს ხიზანი, აპურებს და მოსავს მას. შეიყვარეთ ხიზანი, ვინაიდან თქვენც ხიზნობდით ეგვიპტის ქვეყანაში.
რომაელთა 3:23
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.
ფილიპელთა 2:5-6
თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას,
კოლოსელთა 1:14-15
რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება. ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.
ებრაელთა 1:2-3
ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები. ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.