ღმერთის ხალხი ძველ აღთქმაში ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7:6-8
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.  იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ; არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.

მეორე რჯული 4:37
ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,

ესაია 41:8-9
შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა, რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: „ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.

ესაია 43:1
ახლა კი ასე ამბობს უფალი – შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.

ეზეკიელი 20:5
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა მე ამოვირჩიე ისრაელი და დავუფიცე იაკობის ტაძრის შთამომავლობას, და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში და ჩემი ხელით გამოვიყვანე; ვეუბნებოდი, მე ვარ-მეთქი უფალი, თქვენი ღმერთი.

ფსალმუნები 43:3
რადგან ხმლით კი არ დაუპყრიათ ქვეყანა და არც მათ მკლავებს არ მოუტანიათ მათთვის გამარჯვება, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის სინათლემ, რადგან შეიყვარე ისინი.

გამოსვლა 22:31
წმინდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის; ნუ შეჭამთ მინდორში დაგდებულ ნამხეცავ ხორცს: ძაღლებს მიუგდეთ.

ლევიანნი 11:44-45
რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე და ნუ გაიუწმიდურებთ თავს ყოველი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე. რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.

მალაქია 3:17
ჩემი იქნებიან ისინი – ამბობს ცაბაოთ უფალი – იმ დღეს, ჩემს საგანძურად ვაქცევ მათ და დავინდობ, როგორც კაცი დაინდობს თავის ძეს, რომელიც ემორჩილება.

ფსალმუნები 27:9
იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრებელი; იყავი მათი მწყემსი და საუკუნოდ უწინამძღვრე მათ.

იოველი 3:2
შევკრებ ყველა ხალხს და იოშაფატის ველზე ჩავიყვან; იქ გავასამართლებ მათ ჩემი ხალხისა და ჩემი სამკვიდროს, ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებში და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.

მიქა 7:14
დამწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით, შენი სამკვიდრო ფარა, მარტოდმარტო რომ ცხოვრობს ტყეში, ქარმელის შუაგულში! იბალახოს ბაშანში და გილყადში, როგორც უწინდელ დღეებში.

ნეემია 1:6
მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.

ესაია 64:8
ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.

ოსია 11:1
შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.

იერემია 23:1
„ვაი მწყემსებს, ჩემი სამწყსოს ცხვარს რომ ანადგურებენ და ფანტავენ!” – ამბობს უფალი.

Close
Close