რომაელთა 1:30
ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
ფსალმუნები 82:2
რადგან აგერ, ახმაურდნენ შენი მტრები და შენმა მოძულენმა თავი წამოყვეს.
მეორე რჯული 7:10
მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
გამოსვლა 20:5
თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
მეორე რჯული 32:41
თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
მეორე რჯული 5:9
არც თაყვანი სცე მათ და არც ემსახურო, რადგან, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი ეჭვიანი, რომელიც შვილებს მოვკითხავ მამათა ცოდვას, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში;
რიცხვნი 10:35
როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: “აღსდექ, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები და გაიქცევიან შენი მოძულენი შენი პირისგან”.
ფსალმუნები 67:1
დაე, აღდგეს ღმერთი, გაიფანტნონ მისი მტრები და უკუიქცნენ მისი მოძულენი მისგან.
ფსალმუნები 80:15
ფეხქვეშ გაეგებოდნენ უფლის მოძულენი და ჟამი მათი სამარადისოდ გაგრძელდებოდა.
იოანეს 15:23
ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
ფსალმუნები 138:21
უფალო, ნუთუ არ მოვიძულო შენი მოძულენი და არ ვედავო შენს მოწინააღმდეგეთ?!
იოანეს 3:20
რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
იოანეს 7:7
წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
ლუკას 19:14
მაგრამ მისი ქალაქის მკვიდრთ სძულდათ იგი, უკან ელჩები დაადევნეს და დააბარეს: არ გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზეო.
იოანეს 15:18
თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
იოანეს 15:24
მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,
ტიტეს 3:3
ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.
იგავები 8:36
ჩემს წინააღმდეგ შემცოდე კი თავს იზიანებს. ყოველ ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.